ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.
ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა.
ისევე, როგორც შეუძლებელია არ წაიბორძიკოს ღამით მოსიარულემ, შეუძლებელია არ სცოდოს მან, ვისაც ღვთაებრივი ნათელი ჯერ არ უხილავს.
აუცილებელია განიწმინდოს გული, რომ მისგან გონებაც განათლდეს სუფთა გულისსიტყვებით, რომლებიც მასში ზეციდან აირეკლება.
ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.