ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
უპირველეს ყოვლისა "შეიცან თავი შენი". ანუ შეიტყვე საკუთარი თავის შესახებ, როგორი ხარ. როგორი ხარ სინამდვილეში, და არა როგორი გგონია, რომ ხარ. ასეთი ცოდნით ყველა ადამიანზე ბრძენი ხდები. მდაბლდები და უფლისაგან მადლს იღებ. ხოლო თუკი თვითშემეცნებას არ იხვეჭ, არამედ მხოლოდ შენი შრომის იმედად ხარ, იცოდე, რომ გზისაგან მუდამ შორს იქნები. რადგან წინასწარმეტყველს არ უთქვამს: "იხილე, უფალო, შრომა ჩემი", არამედ: "იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი". შრომა სხეულისათვის, სიმდაბლე - სულისათვის, ორივე ერთად - შრომა და სიმდაბლე - მთლიანად ადამიანისთვის
თემა: საკუთარი თავის შეცნობა, თავმდაბლობა, შრომაავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა
ხიბლის არ უნდა გვეშინოდეს. ის გაამაყებულებს ემართებათ... რომლებიც, როგორც კი გულში სითბოს შეიგრძნობენ, იწყებენ ფიქრს, თითქოს მათ უკვე მიაღწიეს სრულყოფილების ბოლოს. თუმცა, ჯერ შესაძლოა, ადგილი მხოლოდ დასაწყისს ჰქონდეს, და ისიც არამდგრადს. სითბოც და გულის დაწყნარებაც შეიძლება ყურადღების მოკრების ბუნებრივი შედეგი იყოს. საჭიროა დაუღალავი შრომა და მოლოდინი, სანამ ბუნებრივი მადლმოსილით არ შეიცვლება. სჯობს, არასოდეს მიიჩნიო, თითქოს რაიმეს მიაღწიეთ. ყოველთვის დაინახეთ საკუთარ თავში სიღარიბე, სიშიშვლე, სიბრმავე და ყოვლად უვარგისობა.
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო; პირველად მისთვის, რომელ ქრიტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ფრთხილ, სულგრძელ.
თემა: მოწყინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როცა შენ, როგორც ადამიანი, იღლები, ან ავად ხარ ან კიდევ მორჩილება გამძიმებს, მდაბლად უთხარი ამის შესახებ შენს მოძღვარს. უზაკველად აუხსენი, სუფთა სინდისით. მან კი იცის შეწყნარება. იცის, ხანდახან როგორ შეგიმსუბუქოს ტვირთი, რომ ფუჭად არ ჩაიაროს შენმა შრომამ და სარგებლობის ნაცვლად ზიანი არ მიიღო.
მაგრამ ისწავლე უპირობო და უსიტყვო მორჩილება. ნუ აიძულებ მოძღვარს, რომ შეღავათი გაგიწიოს და თავის ხარჯზე დაგზოგოს, რადგან საბოლოოდ ამ "დანაზოგის" ანაზღაურება, იქ იქნება თუ აქ, შენ მოგიწევს. ნუ დაამძიმებ შენი სულის ანგარიშს უმნიშვნელო რაღაცეებით
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯოთობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს.
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრება და ამაო იქნება მისი შრომა. ხოლო ღვთის შეწევნას სჭირდება გულმოდგინე ვედრება ჩვენი და ღმერთზე მინდობა. თუ დაუდევრად ვილოცებთ, როგორ მოგვხედავს ღმერთი? ან თუ ვილოცებთ დაზარებით, უგულოდ, ანდა მოვიწყენთ ლოცვისას, ვერაფერს ვეღირსებით, რადგანაც ღმერთი გულმოდგინებას სულისას ხედავს და მის მიხედვით მოგვცემს წყალობას.
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მცთური ვერ წარიტაცებს.
ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მიიღეთა თქვენ სულიერი სარგებლობა? უკეთუ თქვენ ამიერიდგან უმჯობესნი შეიქმენით სულიერად; უკეთუ ის ცოდვა, რომელიცა აქამომდე გაწუხებდათ, განიშორეთ და შეიძულეთ, ხოლო მადლი და სათნოება, რომელიც აქამომდე არ გქონდათ, შეიყვარეთ და აღასრულეთ, ცხად იქმნება, რომელ მიგიღიათ დიდი სულიერი სარგებლობა მოღვაწებისა და მარხვისაგან.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მთავარი ისაა, რომ ძალამხოლოდ ღვთისადმი განუწყვეტელ გრძნობაშია, რომელიც ყოველმხრივი სსაშუალებებით უნდა გაღვივდეს. ესაა კანონი! თუ ეს გრძნობა არსებობს, მაშინ ყველა კანონი ამ ერთით იცვლება და, თუ ის არ არსებობს, მაშინ მას ვერანაირი კითხვა და შრომა ვერ შეცვლის. ლოცვითი მეტყველება იმისთვისაა დადგენილი, რომ ეს გრძნობა გამოკვეთოს და, თუ არ კვებავს, მაშინ ის ფუჭი შრომაა, სარგებლის გარეშე. ეს გარეგანი შესამოსელია, რომლის ქვეშაც არ არსებობს სხეული და რომელშიც არაა სული.
ღმერთო ჩემო! როგორ მკაცრადაა ნათქვამი... მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ამის თქმა.
ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ, რომელნიც ღმერთს ივიწყებენ და ამაო საზრუნავებით არიან გართულნი.. ჭირსა და განსაცდელს ისინიც ითმენენ. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება, ჭირი და განსაცდელი ღმრთის გულისთვის დავითმინოთ, ვიდრე ამ უმადური და წარმავალი სოფლისათვის; თავის ჯვარს მხრებზე ეს სოფელიც გადებს, რომელმაც შეიძლება ერთი წამით სიამოვნებაც კი მოგანიჭოს, მაგრამ საბოლოდ აუცილებლად შეგაწუხებს, მაშინ, როცა ქრისტეს ჯვრის ზიდვა საბოლოოდ დიდ ნეტარებასა და მარადიულ ცხოვრებას მოგიპოვებს