ჰო, შვილო, თავს ძალა დაატანე. ვიცი, რისგან და როგორ იტანჯები, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. რადგან ქრისტეც ითმენს, როცა მის წინაშე ვცოდავთ და ჩვენს სინანულს ელოდება.
ეცადე, თავმდაბალი და ყურადღებიანი იყო და არ დაამწუხრო დედა იღუმენია; რასაც გეტყვის, რწმენით გააკეთე, რომ სასწაულებრივად ნახო, როგორ მოგეალერსება ღვთის ხელი!
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექ...
იხილეთ სრულად
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექში მივიღებთ მონაწილეობას და მაშინ მოვიმკით დღევანდელი შრომის უკვდავ ნაყოფს.
გამოუსწორებლადაც რომ მიგაჩნდეს საკუთარი თავი, იმედს ნურასოდეს დაკარგავ. თუკი იარების მიუხედავად დამდაბლება მაინც გვიჭირს, რამდენად უფრო ძნელია ეს, როცა რაიმეს წარმოადგენ.