უფალი ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). დედამიწაზე მოსულმა ღმერთმა ცხოვრება შრომასა და ტკივილში გაატარა. და როგორი იყო მისი აღსასრული? დაწყევლილივით ჯვარს ეცვა, წყევი...
იხილეთ სრულად
უფალი ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). დედამიწაზე მოსულმა ღმერთმა ცხოვრება შრომასა და ტკივილში გაატარა. და როგორი იყო მისი აღსასრული? დაწყევლილივით ჯვარს ეცვა, წყევის ზღუდე რომ დაერღვია.
თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირს და მწუხარებას ნახავ. ცხოვრება მათ ასე გაატარეს. ერთი ტკბობისმოყვარეც ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში, რომელიც მხოლოდ მათთვისაა განკუთვ...
იხილეთ სრულად
თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირს და მწუხარებას ნახავ. ცხოვრება მათ ასე გაატარეს. ერთი ტკბობისმოყვარეც ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში, რომელიც მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის გამო, მისი მცნებების დასაცავად ჭირი დაითმინა.
საუკუნო სიხარული მხოლოდ მწუხარე ქრისტიანების ხვედრია. უფალი წმინდა სახარებაში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ამბობს: „აბრაჰამ ჰრქუა [მდიდარს]: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბორო...
იხილეთ სრულად
საუკუნო სიხარული მხოლოდ მწუხარე ქრისტიანების ხვედრია. უფალი წმინდა სახარებაში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ამბობს: „აბრაჰამ ჰრქუა [მდიდარს]: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები" (ლუკ. 16, 25).