ყოვლადუხრწნელმა სისხლმა, რომელიც ჯვარზე დაიღვარა, კაცობრიობას ცოდვები შეუნდო და ცხოვრება აღმოგვიცენა. „ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას“ (ფსალმ. 33, 8).
ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 2...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 21). ჩვენ შიგნით ვხედავთ სჯულს, რომელიც ჩვენი თავისუფალი ნების დამორჩილებას ცდილობს, რათა ცოდვის მონად აქციოს იგი (რომ. 7, 23).
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ...
იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემულებს, ცხოვრება უჭირველად, ტანჯვის გარეშე რომ განვვლოთ? სწორედ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ცოდვებისთვის. შესაბამისად, უფლის მაცხონებელი განსწავლის მათრახი გვჭირდება, რომ კაცთმოყვარე ღვთის მოწყალების მადლით ცათა სასუფეველში ბე...
ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვ...
იხილეთ სრულად
ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს.ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვმადლობდეთ ამ ყოვლადბრძენ სულიერ მკურნალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცოდვით არ დავამწუხროთ ის.