ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
შეუძლებელია, ღმერთმა სატანჯველიდან სატანჯველში შეიყვანოს ადამიანი. მაშ, შენც არ დამწუხრდე, გამხიარულდი, რადგან ღმერთმა აქ დროებითი ტანჯვის ღირსი გაგხადა, საუკუნოდ რომ განგისვენოს.
ღმერთი მოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც; ამ ცხოვრებაში მოწყალეა, სიკვდილის შემდეგ კი – მართლმსაჯული.
არასოდეს შევნატროთ ადამიანებს, რომლებსაც აქვე, დედამიწაზე მუდმივად აქვთ სიხარული და სიმშვიდე. ისინი უფრო უნდა გვეცოდებოდნენ, რადგან წარმავალი სიხარული მათ მომავალ ცხოვრებაში დაბრკოლებად ექცევათ.
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
ქრისტეც, მამის საყვარელი ძე, თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უფლის წვრთნას ემორჩილებოდა არა იმიტომ, რომ უცოდველ ღმერთს ეს სჭირდებოდა, არამედ ადამიანის საცხონებლად, ჩვენს დასამოძღვრად და სამაგალითოდ, რათა მის კვალს გავყოლოდით.
ქრისტიანების მიერ საკუთარი მამის – ღმერთის დავიწყება დიდი ბოროტებაა, რადგან მამობრივი კვერთხის (ტკივილი, მწუხარება, განსაცდელი და სხვ.) მოხვედრისას იმედს კარგავენ, ათასი გულისსიტყვა ეუფლებათ, რაც სწავლას ძალიან აძნელებს და უნუგეშო... იხილეთ სრულად