ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლ...
იხილეთ სრულად
სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა) შეადგენს, განათლების სისტემა ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებლებში განახო...
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.