წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

9. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა

8. ვინც გონებას უფლის სიყვარულსა და უფალზე ფიქრს მოსწყვეტს და რაიმე გრძნობისმიერს შეიყვარებს, ის სულს სხეულს ამჯობინებს და შემოქმედ ღმერთს იმას, რაც მისგან არსებობს. ვინც გონებას უფლის სიყვარულსა და უფალზე ფიქრს

7. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი - მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე

6. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის არად მიიჩნევს ყოველივე ხილულს, საკუთარი სხეულიც კი მისთვის უცხო იქნება. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის

5. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის არსებობს, მაშინ ღმერთი თავის მიერ ქმნილ ყველა არსებაზე უმჯობესია: ამიტომ ის, ვინც ღმერთს დაუტევებს და ამაო საგნებით მოიხიბლება, დაამტკიცებს, რომ ღმერთთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც ღვთისაგან არსებობს. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის

4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ. ღვთის მოყვარული ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას

3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია.

2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის

ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ცეცხლივით ანთია. რა მოხდა? სიცხემ განმსჭვალა რკინა ისე, რომ ახლა შეიძლება გაჭრა ცეცხლით და დაწვა რკინით. ადამიანისა და ღმერთის შეერთება, -

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1