წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული. ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა. მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი. წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს. წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები. ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე. ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ღმერთი

ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი. ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს. წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სული

ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან. ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს. დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც. ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი...

link
6