რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს...
იხილეთ სრულად
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს უფლის ეკლესია!
გაესაუბრე მღვდლებს, ადამიანთა აღსარებას რომ იბარებენ და მრავალ მაგალითს მოისმენ, მათი სულიერი შემწეობის შესახებ, ვინც გულით ამბობს აღსარებას. გაიგონებ, რომ მრავალ მომაკვდავს მიუღია შვება სიკვდილისწინა აგო...
რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. "რომელსა რწმენეს და ნათელიღოს, სცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს (მარკ. 16, 16). უფალმა ქვეყანაზე დაადგინა ეკლესია და სავსეჰყო იგი მთე...
იხილეთ სრულად
რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. "რომელსა რწმენეს და ნათელიღოს, სცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს (მარკ. 16, 16). უფალმა ქვეყანაზე დაადგინა ეკლესია და სავსეჰყო იგი მთელი საუნჯით ცოდვებისაგან ხსნისათვის; მოგვცა მწყემსები და მასწავლებლები, ღვთისმსახურებისა და საღმრთო საიდუმლოების შემსრულებლები; მოგვცა სახარება და მცნებანი, რომელთაც თუ შევასრულებთ, ხსნილნი, განთავისუფლებულნი ვიქნებით ცოდ...
აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ,...
იხილეთ სრულად
აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ, რომ ადამიანებს რომ შეეძლოთ ამ მადლის დიდების დანახვა, მთელი მსოფლიო განცვიფრდებოდა, მაგრამ უფალმა დაფარა ეს მადლი, რათა მსახურნი მისი არ გაამაყებულიყვნენ, არამედ მორჩილებით გადაერჩინათ თავი.
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლ...
იხილეთ სრულად
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გვირგვინები სხვას მისცენ, რომ ახლა სხვამ იქორწინოს? არა. მაგრამ როცა კვდებიან, გვირგვინებს მათთან ერთად დებენ კუბოში.
ახალბედა მონაზონმა თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არ უნდა შეისრუტოს ამ სოფლის სიბრძნე, იმიტომ რომ ის შემდეგ მუდამ იშიშინებს იმ სანთლის მსგავსად, რომელსაც პატუქი სველი აქვს.
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდ...
იხილეთ სრულად
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდა სოფელს.
ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ – ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით – მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით – ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ...
იხილეთ სრულად
ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ – ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით – მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით – ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ყველგანაა.