ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით...
იხილეთ სრულად
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით. ამიტომ ქრისტიანისთვის, მორწმუნისთვის არ არსებობს ადამიანის ისეთი იდეალური ფორმა, რომელსაც მან უნდა მიაღწიოს, ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც არის.
აქ, დედამიწაზე ადამიანისათვის შესაძლებელი სრულყოფილება მხოლოდ სრულყოფილებისაკენ განუწყვეტელ და გამუდმებულ მისწრაფებაში მდგომარეობს.
link
არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არ ეკითხებიან უფალს. საჭიროა პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე“. გულმოწყალე უფ...
იხილეთ სრულად
არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არ ეკითხებიან უფალს. საჭიროა პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე“. გულმოწყალე უფალს არ უნდა, რომ ჩვენი სული იმყოფებოდეს შეშფოთებაში მტრისგან. იგი შთაგვაგონებს რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ.
ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, რო...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, როგორც ისინი ამტკიცებენ. რამეთუ მრისხანება და ნდომა ღმერთმა ადამიანის ბუნებას როგორც ვნებები როდი მოანიჭა (ვნებები ისინი ამჟამად არიან), არამედ როგორც კეთილი განწყობილებანი. და ადამიანმაც მიიღო ეს სიკეთენი სახიერი ღმერთისა...
ეგოისტი ადამიანი არავის აინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესდება, ისიც მალე გაეცლება. სულიერი კავშირი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე და ურღვევი, როცა ურთიერთობას ამყარებ ბავშვურ სულთან, უმანკოებასთან და სიწმინდესთან.
უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა (შდრ. მთ. 4. 17), რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდ...
იხილეთ სრულად
უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა (შდრ. მთ. 4. 17), რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრეთ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი თვის...
პირველი გამოცდა ეშმაკისაგან მაცხოვარისა იყო შემდგომითა სახითა: ვინაიდგან მაცდური ხედვიდა, რომელ იესო ქრისტე, ვითარცა კაცი ორმოცის დღის მარხვისა, ლოცვისა და მოღვაწეობისაგან ჰგრძნობდა შიმშილსა და სისუსტესა, იფიქრა გამოცდა მისი მოუთმ...
იხილეთ სრულად
პირველი გამოცდა ეშმაკისაგან მაცხოვარისა იყო შემდგომითა სახითა: ვინაიდგან მაცდური ხედვიდა, რომელ იესო ქრისტე, ვითარცა კაცი ორმოცის დღის მარხვისა, ლოცვისა და მოღვაწეობისაგან ჰგრძნობდა შიმშილსა და სისუსტესა, იფიქრა გამოცდა მისი მოუთმენლობითა და ხორციელითა მისითა დაღონებითა. მიუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქვა: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, სთქვი, ქვანი ესე პურ იქნმნენ.. იქნება მაცდური იმას ფიქრობდა, რომ მაცხოვარსა, ჰქონდეს დიდგულობა და ამპარტავნება და მოი...
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის ბუნებაში არანაირი მანკიერება არ ყოფილიყო; მეტიც, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანის სული ხატად და მსგავსად სულიწმიდის მადლისა, შთაუნერგა მას სათნო...
იხილეთ სრულად
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის ბუნებაში არანაირი მანკიერება არ ყოფილიყო; მეტიც, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანის სული ხატად და მსგავსად სულიწმიდის მადლისა, შთაუნერგა მას სათნოებათა ყველა კანონი, კეთილგონიერება, განსჯის უნარი, გულისხმისყოფა, რწმენა, სიყვარული და სხვა სათნოებანი, – და ყოველივე ეს მოანიჭა მას სახედ სულიწმიდისა.
link
ბევრი ადამიანი უმადურია. თუ მათგან მადლობის მიღების იმედი გვაქვს და არ გადაგვიხდიან, დავღონდებით. სჯობს მოლოდინი არაფრის გვქონდეს და მშვიდად ვიქნებით.
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალ...
იხილეთ სრულად
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით შესანიშნავ, განსაცვიფრებელ ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის ...