ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებ...
იხილეთ სრულად
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ.
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვ...
იხილეთ სრულად
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვთისა და მამისა საუკუნო დიდებაში.
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალ...
იხილეთ სრულად
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით შესანიშნავ, განსაცვიფრებელ ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის ...
თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას – მთელის გულით, მთელის სულით, მთელის გონებით, მთელის სამშვინველითა და მთელის სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ ერთი მცნებით შეკრული, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უზენაესი მართავდა მას. ის კი, ეშმაკისაგან ცთუნებული და ღმრთის თანასწორობის მსურველი, განიდევნა სამოთხიდან და მწუხარებაში ჩავარდა ღმრთისაგან განკვეთილი და მთელი ცხოვრება ნარ...
მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე ...
იხილეთ სრულად
მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა. ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად შეაგონებს კაცსა, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა...
როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა.
გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე: მაშასადამე, ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის–ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის....
იხილეთ სრულად
გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე: მაშასადამე, ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის–ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის. მაშასადამე, ღვთის უარის ყოფა.
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. ...
იხილეთ სრულად
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. მაშინ აღიყვანა მაცდუნებელმან იესო მაღალსა სართულსა, ანუ სახურავსა ტაძრისასა და უთხრა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ...