ახლა ეს ვაჩვენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნების კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყვასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: "ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ"; თ...
იხილეთ სრულად
ახლა ეს ვაჩვენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნების კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყვასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: "ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ"; თორემ ურთიერთარს არ ამპარტავნებენ. შენს შენის ბუნების კაცზედ ამპარტავნებ და მაღლობ. ანგელოსი უფლისა ბრძანებულს ყოვლად სიმდაბლით აღასრულებს და კაცს მცველად მსახურებს, - შენ ამპარტავნებით შენის უფლის იესოს ბრძანებულს მოყვა...
რა არის კაცი, რომ იხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი – წვრილ...
იხილეთ სრულად
რა არის კაცი, რომ იხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
7-9
ამპარტავნება სულიერი სნეულებაა, რომელიც წამლავს ადამიანის სულიერ ღირსებას. ეს უსაშინელესი მტერია ადამიანისა. დიდი ვნება მოაქვს ამ გარეწარად ადამიანის სულიერ შვენიერების განმხრწნელ და შემარცხვენელ აზრთა სიბნელის ცთომას. რამდენიც გი...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება სულიერი სნეულებაა, რომელიც წამლავს ადამიანის სულიერ ღირსებას. ეს უსაშინელესი მტერია ადამიანისა. დიდი ვნება მოაქვს ამ გარეწარად ადამიანის სულიერ შვენიერების განმხრწნელ და შემარცხვენელ აზრთა სიბნელის ცთომას. რამდენიც გინდა იომო ამპარტავნების წინააღმდეგ და სიმდიდრის უფსკრულში ჩაძვრე, მაინც იგი ამოგფარებია ზურგს უკან, ამ სიმდაბლის ქვესკნელშიაც და შენი მოქმედების მოწონებით თავის საწადელს წვდება, როგორც აჩრდილი თავისა, ესეცა თან სდევს ადამ...
პირველი ადამიანი საღმრთო პატივსა და სიწმიდეში იყო, იგი ყოველივეზე მეუფებდა – დაწყებული ცით და დამთავრებული ყოველივე ქვეყნიურით; მას შეეძლო გარჩევა ვნებებისა, იგი უცხო იყო დემონებისათვის და შეურყვნელი ცოდვათა და მანკიერებათაგან, რა...
იხილეთ სრულად
პირველი ადამიანი საღმრთო პატივსა და სიწმიდეში იყო, იგი ყოველივეზე მეუფებდა – დაწყებული ცით და დამთავრებული ყოველივე ქვეყნიურით; მას შეეძლო გარჩევა ვნებებისა, იგი უცხო იყო დემონებისათვის და შეურყვნელი ცოდვათა და მანკიერებათაგან, რამეთუ ნამდვილად იყო ხატი და მსგავსება ღმერთისა.
პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარ...
იხილეთ სრულად
პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ–იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრევას...
მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა, სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწა...
იხილეთ სრულად
განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა, სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწარმეტყველი იყო ძლიერ მოხუცებული და უძლური; აჰა, ესერა ამათ ყოველთა ვხედავთ შეკრებილთა და მლოცველთა ტაძარში. თუმცა დღე ესე არ იყო მათთვის დღესასწაული, არამედ უბრალო, ნიადაგი დღე. გარნა შენ, რომელი ხარ კაცი ცოდვილი, რომლისა...
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცი...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცისთვის გნებავს - სათნოება ხორცის საშვებელი არ არის, უფრო სამწუხარო არის: გესმის ბრძანებული იესოს მიერ? "ვიწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ". და თუ ამპარტავნებ - სათნოება სულისათვის უხმარი არი...
საღმრთო მადლის თავდაპირველ უხვებაში არაფერი იყო იძულებითი – ადამიანი თავისუფალი იყო ნებელობის მხრივ: თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არა და – მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა. და რაკი...
იხილეთ სრულად
საღმრთო მადლის თავდაპირველ უხვებაში არაფერი იყო იძულებითი – ადამიანი თავისუფალი იყო ნებელობის მხრივ: თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არა და – მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა. და რაკი იგი თავისი თავისუფალი ნებით მოშორდა შემოქმედს და ცოდვით დაეცა მსგავსად იმ ზეციური სულებისა, რომელნიც ამპარტავნებით დაეცნენ, იგი საღმრთო მადლსაც მოაკლდა.