მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს...
იხილეთ სრულად
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს დადგრომად ყოველნი სათნოებანი კეთილნი. დააბნელებს გონებასა კაცთასა, ვითარცა დააბნელოს კვამლმან ძლიერმან თვალნი კაცთა თვალტკივნეულთანი. სადაცა მოედების ცეცხლი ბაღნართა დიდთა, წინა კერძო სიცხე მისი განახმობს სინოტივესა და ...
თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომელ არიან ბევრნი მას ზედა უარესნი, როგორც ამბობს ფარისეველი: "არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11).
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდე...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამია...
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰქმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შეჰქმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან, მჭვრეტელად მთ...
თუ ადამიანს არ აქვს სულიერი ცხოვრების გამოცდილება, ვერც კი შეამჩნევს, რომ ადამიანში არის სიამაყე; მერე კი უკვირს, რატომ არის ეს ადამიანი ურწმუნო, რატომ არ დადის ეკლესიაშიო. იმიტომ, რომ ამაყია, სიამაყე არ უშვებს მას ეკლესიაში და სი...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანს არ აქვს სულიერი ცხოვრების გამოცდილება, ვერც კი შეამჩნევს, რომ ადამიანში არის სიამაყე; მერე კი უკვირს, რატომ არის ეს ადამიანი ურწმუნო, რატომ არ დადის ეკლესიაშიო. იმიტომ, რომ ამაყია, სიამაყე არ უშვებს მას ეკლესიაში და სიამაყითვე არის გაუფასურებული ყველა მისი სათნოება ღმრთის წინაშე.
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცოცხალი, - ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სას...
იხილეთ სრულად
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცოცხალი, - ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სასტიკი რა ეკვეთოს ხვავსა და ბზისასა და განაბნიოს, ეგრეთვე ამპარტავნება რა შევიდეს კაცთა შორის, მადლთა ხვავთა მისთა სრულიად განაბნევს. ამპარტავანი გონებითა მივალს ზე აღმართ დიდებისად, ხოლო საქმითა მიერ აღმოჰკვეთს ქვე მთხრებ...
საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნებიან მოძღვარნი ამპარტავანთანი, რამეთუ, რა-იგი მას ნებავს, მას ისწავლის, და რა-იგი მოძღვარსა სწადის, არა შეისმენს. რამეთუ ეშმაკნი ღმერთმან შექმნნა ანგელოზად და ამპარტავნებისა მიერ გარდამოცვივნეს, რამეთუ რა-იგი იყო ნება ღ...
ხოლო თქვენ განეშორენით, მორწმუნენო, ბოროტსა ამას სნეულებასა, განმაგდებელსაპირისაგან ღმრთისათა. რამეთუ ამპარტავნებამან განაგდო პირისაგან ღმრთისა სამოილ დასითურთ თვისით. ამპარტავნება ძეთა სასუფევლისათა გამოიყვანს და დაჯედ ტარტაროზის...
იხილეთ სრულად
ხოლო თქვენ განეშორენით, მორწმუნენო, ბოროტსა ამას სნეულებასა, განმაგდებელსაპირისაგან ღმრთისათა. რამეთუ ამპარტავნებამან განაგდო პირისაგან ღმრთისა სამოილ დასითურთ თვისით. ამპარტავნება ძეთა სასუფევლისათა გამოიყვანს და დაჯედ ტარტაროზისა იქმს:
ამისთვის იტყვის ლუკა მახარებელი: "განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთა", რამეთუ საძაგელ ღმრთისა არს და საძულელ კაცთა.
ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროისად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარველბლად სიმდაბლე და უ...
იხილეთ სრულად
ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროისად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარველბლად სიმდაბლე და უპოვარებისა მოყვარება. და შეიყვარეთ ნაკლულევანებისა მოთმინება და არა მრავალისა ქონებისათვის ზრუნვა და კმასაყოფელისა დაჯერება, რამეთუ ესენი არიან მომაკვდინებელნი ზეშთამჩენობისა და განმაძებელი ამპარტავნებისა, ესე არს აღმაფრ...
სიამაყე არის მწვერვალი ბოროტებისა და იგი ვერანაირი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ლოგიკით შეიძლება სიმართლე გაარკვიო. უსამართლობას და, მით უფრო, ბოროტებას ვერ ახსნი. ის, რაც აიხსნება, თავისი მიზეზები აქვს. ბოროტებას კი მიზეზი არ...
იხილეთ სრულად
სიამაყე არის მწვერვალი ბოროტებისა და იგი ვერანაირი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ლოგიკით შეიძლება სიმართლე გაარკვიო. უსამართლობას და, მით უფრო, ბოროტებას ვერ ახსნი. ის, რაც აიხსნება, თავისი მიზეზები აქვს. ბოროტებას კი მიზეზი არ აქვს - იგი აუხსნელია.