სასუფეველი ცათა ემსგავსება მდიდარსა და წარჩინებულსა ქალაქსა, რომლისა მოქალაქენი და მოვაჭრენი არიან ფრიად მდიდარნი და ჩინებულნი. შეუძლია გარნა გლახაკსა და ღარიბსა რომელსამე გაერიოს მოქალაქეთა მათ შორის და მიიღოს პატივი მათთანა, უკე...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა ემსგავსება მდიდარსა და წარჩინებულსა ქალაქსა, რომლისა მოქალაქენი და მოვაჭრენი არიან ფრიად მდიდარნი და ჩინებულნი. შეუძლია გარნა გლახაკსა და ღარიბსა რომელსამე გაერიოს მოქალაქეთა მათ შორის და მიიღოს პატივი მათთანა, უკეთუ პირველად არ შეიძინა მან სიმდიდრე? ეგრეთვე, უკეთუ ქრისტიანემან არ შეიძინა სულიერი სიმდიდრე, რომელ არს სათნოება, არ იქმნება შერაცხილ შორის მოქალაქეთა სასუფეველისა ცათასა.
რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათ...
იხილეთ სრულად
რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათვის სთქვა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ერთი მხოლოდ არს პირობა, რომლითა კაცს შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა – მონანიება. კაცსა, რომელსა კვალადვე უყვარს ცოდვა, რომლისა გული აღვსებულ არს ბოროტითა მ...
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით...
იხილეთ სრულად
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით. ამიტომ ქრისტიანისთვის, მორწმუნისთვის არ არსებობს ადამიანის ისეთი იდეალური ფორმა, რომელსაც მან უნდა მიაღწიოს, ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც არის.
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „სა...
იხილეთ სრულად
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „საყვარელ ღმერთს ვაწყენინე“. სამოთხესა და მის სილამაზეს კი არ ნანობდა, არამედ ღმერთის სიყვარულის მოკლებას ვერ იტანდა მისი სული. ასეა, ყველა სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი სულიწმიდით, მაგრამ შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ად...
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელს მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრი...
იხილეთ სრულად
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელს მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებდეთ არსობის პურს ქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე.
ადამში დამკვიდრებული სიტყვა ყველაფერი იყო მისთვის: მცნობელობაც, გულისხმის–ყოფაც, შეგრძნებაც ნეტარებისა, მემკვიდრეობაც და ცოდნაც. და პირველ ადამიანებს შინაგანადაც და გარეგანადაც საღმრთო დიდება ჰქონდათ შემოსილი, ისე, რომ ისინი ვერ ხ...
იხილეთ სრულად
ადამში დამკვიდრებული სიტყვა ყველაფერი იყო მისთვის: მცნობელობაც, გულისხმის–ყოფაც, შეგრძნებაც ნეტარებისა, მემკვიდრეობაც და ცოდნაც. და პირველ ადამიანებს შინაგანადაც და გარეგანადაც საღმრთო დიდება ჰქონდათ შემოსილი, ისე, რომ ისინი ვერ ხედავდნენ თავიანთ სიშიშვლეს.
link
ამგვარად, თუ ჩვენი არსებობა მოკლებულია უხილავი სამყაროს გრძნობად აღქმას, თავად ჩვენი გონება, გული და სხეულიც კი უხილავი სამყაროს ზემოქმედებას განიცდის.
დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმა, რათა იყო მაქალაქე ღვთისა სასუფეველისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძლიერება ...
იხილეთ სრულად
დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმა, რათა იყო მაქალაქე ღვთისა სასუფეველისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძლიერება მისი. თვითოეული ჩვენგანი უნდა იხმარდეს ყოველსა ღონის–ძიებასა, რათა შეეწიოს განვრცელებასა სუფევისა მისისასა: უკეთუ ცხოვრება შენი კეთილ არს და სათნო, უკეთუ სიტყვითა და საქმითა შენ ცდილობ განავრცელო და განამტკიცო სასუფეველი...
არ შეგიძლიან ემსახურო ორთა უფალთა, ესე იგი სოფელსა და ღმერთსა. ღმერთი არ მიიღებს ნახევარსა გულისა შენისასა; მას სურს, რომ მრთელი გული და გონება შენი მას ეკუთვნოდეს და მრთელი გული მას შესწირე.