სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვით გადმოჰყავდათ ციდან წვიმა. მე კი მინდა ვისწავლო მხოლოდ მორჩილება და ქრისტესმიერი სიყვარული, რათა არავის ვაწყენინო, არამედ ვილოცო ყველასათვის, როგორც საკუთარი თავისათვის.
როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი - ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები.
ყოველწამიერად უფალი თავისი სიყვარულით ეფერება ყველა ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ ამას ვერა ვგრძნობთ, ვინაიდან ჩვენი გულები ნადებმა დაფარა. თუ გულს გაისუფთავებს, ადამიანი ლმობიერდება, ლბება, დნება, გონებას კარგავს, რადგან ღვთის სიკეთესა და ქველმოქმედებას ხედავს, რომელსაც ერთნაირად უყვარს ყოველი ადამიანი. ამგვარ ადამიანს სტკივა იმათ გამო, ვინც იტანჯება, მათ მიმართ კი, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, იგი სიხარულს განიცდის. თუ კეთილზნეობრივი სული მხოლოდ ღვთის კეთილქმედებებზე იფიქრებს, მათ შეუძლიათ მაღლა აიტაცონ იგი და რაღა ითქმის, მის მრავალრიცხოვან ცოდვებზე და ღვთის კეთილწიაღობრიობაზე? როდესაც ადამიანის სულიერი თვალი განიწმიდება და ნახავს ღვთის მზრუნველობას როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიმართ, მაშინ თავისი მგრძნობიარე, შიშველი გულით განიცდის იგი საღმრთო განგებულებას. ის დნება მადლიერებისაგან და გადაიქცევა შეშლილად, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მოღვაწეები გრძნობენ როგორც საკუთარ ცოდვილობას, ასევე ღვთის ქველმოქმედებას და თავს მის მარადიულ კეთილწიაღობრიობას ანდობენ, ისინი საკუთარ სულებს სამოთხისაკენ უმეტესი იმედითა და ნაკლები ხორციელი შრომით აღამაღლებენ.
ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედმორწმუნე კაცში, რომელსაც ზოგჯერ ახსენდება ღმერთი, იცის მცნებანი და გარკვეულწილად მათ შესრულებას ცდილობს. უფალი არ ტოვებს მას, რადგან იგი ცდილობს დაეყრდნოს უფალს. ხოლო სუფევით უფალი დიდი რწმენის მქონე ადამიანში მოქმედებს, რომელმაც ფართოდ გაუღო მას კარნი საკუთარი სულისა. დაწერილია: "უკუეთუ ვინ განაღოს კარი, და შევიდე მის თანა" (შეად. გამოცხ. 3, 20). ასეთი ადამიანი არაფერში არ არის საკუთარი თავის იმედზე, არამედ მხოლოდ უზენაესი ღმერთის იმედზეა. იგი თავის თავში უფლის ყოფნასა და მოქმედებას გრძნობს და მისადმი უდიდეს სიყვარულს განიცდის. ხოლო ქრისტემ ღვთისმოყვარულთ მათში ჩასახლება აღუთქვა: "უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა დ მის თანა დავადგრეთ".
ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლის მიმართ.
ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული თავის მიმართ?
ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.