ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუნებასთან შეაერთა და ისეთი ვნებები იტვირთა, რომ მთელი მისი სხეული – თავიდან ფეხებამდე ერთიანი ჭრილობა იყო და მან ისეთი ტკივილები აიტანა, რომელიც არ განუცდია არცერთ ადამიანს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული“ (ესაია 53.3).
იგი სიღატაკეში, გამოქვაბულში დაიბადა; არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა; „მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (მათე 8, 20). მან დაითმინა უმძიმესი გინება და სიცოცხლე უპატიო სიკვდილით, სიღატაკეში დაამთავრა, „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა“ (ფილ. 2, 8); თავისი ხორცით აუწერელი ტკივილები აიტანა სასტიკი მწამებლებისაგან იქამდე, რომ სისხლი მდინარეებად მოედინეობდა მიწაზე. მან ისეთი მწუხარება და ბრძოლა გადაიტანა, როგორიც არასოდეს არავის აუტანია – „შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილამდე“ (მათე 26, 38). მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე მოიწია მთელი წყება სატანჯველისა იმისათვის, რათა ჩაექრო მარადიული ტანჯვის ცეცხლი, რომელიც ჩვენი ცოდვებით ავაგზნეთ, აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენ ზეცაში ავეყვანეთ.
სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა
სხვა არის მღვდლობის მადლი, სხვა – სქემისა, სხვა – [საეკლესიო] საიდუმლოებათა, სხვა – ასკეზის მადლის მოქმედება. ყველა ერთი წყაროდან გამოედინება, მაგრამ ერთი მეორისგან აღმატებულებითა და დიდებით განსხვავდება. სინანულის მიერ ამოქმედებული მადლი – მათთვის, ვინც ცხონებისთვის ირჯება – მამათაგან გადმოცემული მემკვიდრეობაა; ის გაცვლა და გადაცვლაა, როდესაც მიწას გავიღებთ და ზეცას მივიღებთ, გავიღებთ მატერიას და მივიღებთ სულს. ღმერთის გულისთვის გაღებული ოფლის თითოეული წვეთი, თითოეული შრომა, თითოეული ღვაწლი ხდება ამ „ვაჭრობის“ ობიექტი; სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა. ნივთიერს, მატერიალურს ცვლი წმიდა სულზე. ეს მადლი იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, გააჩნია, მის ჭურჭელს რამდენის დატევა შეუძლია. ამიტომაც ჰქვია განმწმედელი მადლი.
წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და არც ბრძოლა შეეძლო. და მაინც, უფალს დრო და დრო განეშორებოდა და საკუთარ გულისთქმას აყოლილი უკეთურ გზას ადგა. სულიერად დაცემული და შეურაცხყოფილი, მონობაში იტანჯებოდა. უფალი წინასწარმეტყველთა მიერ ამხელდა მას: "ისმინე ერო ჩემო, და გიწამო შენ ისრაელო... რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანენ შენ ქუეყანით ეგვიპტით... უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არა რაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი... და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი" (ფსალ. 80, 9). ეს წინასწარმეტყველება თანამედროვე ევროპასაც ეხება. ქრისტეს სერბეთი კი ევროპას გაჰყვა, მის მოლიპულ გზას დაადგა და მასთან ერთად გადაიჩეხა. ნეტავ სერბეთს თავისი წმინდანების მოწამეობრივი გზით ევლო, მაშინ ღმერთი უშჯულოთაგან გარეშეზღუდავდა.
ევროპა თავისი ფილოსოფიის, მცდარი მოსაზრებების გზას დაადგა და მაცდუნებელ გულისთქმათა მორევში ჩაიძირა. ასეთი ევროპა სერბეთისთვის მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ევროპა დაიმსხვრა, როგორც ქვაზე თიხის ქოთანი და სერბეთსაც ნაიარევიდან ისე დასდინდა სისხლი, როგორც ბასრი ქვებით მოფენილ კლდეზე დაცურებულს. ეს გამოცდილება ძვირი დაგვიჯდა, თუ რას მოგვიტანს იგი, ამას მომავალი გვიჩძვენებს.
უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ.
შენი სათნოება შენს სახელს მთელ ქვეყანას გააცნობს
აბბა პიმენს ორი გულისსიტყვა ჰქონდა და მათ სათქმელად მოძღვართან წავიდა. მოძღვარი ძალიან შორს ცხოვრობდა – დილით წასული მასთან საღამოს მივიდა. ერთ-ერთი გულისსიტყვა დაავიწყდა და მხოლოდ ერთი უთხრა. როცა დაბრუნდა და კარს აღებდა, მეორე გულისსიტყვა გაახსენდა. კარი აღარ გააღო და დავიწყებული გულისსიტყვის სათქმელად უკან გაბრუნდა.
როცა მოძღვარმა სულიერი შვილის შრომა და გამოწვლილვა დაინახა, უთხრა: „პიმენ, პიმენ, ანგელოზთა მწყემსო! შენი სათნოება შენს სახელს მთელ ქვეყანას გააცნობს“.
თემა: აღსარება, შრომა, აზრები, ზრახვები, გულისსიტყვებიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ღვთის იმედს ნურასოდეს დაკარგავ
ერთი მშრომელი მებაღე ბევრს მუშაობდა, მაგრამ ფულს არ აგროვებდა: რაც რჩებოდა, ღატაკებს ურიგებდა. ერთხელ თავში ასეთი აზრი მოუვიდა: რა მომივა, როცა დავბერდები და ავად შევიქნები, მაშინ ვინ მომხედავს? რით გავიტან თავს?"
ამის შემდეგ მან სიბერისა და ავადმყოფობისათვის ფულის შეგროვება დაიწყო. მალე ფეხი ისე საშინლად დაუწყლულდა, რომ შრომა აღარ შეეძლო. მთელი თავისი დანაზოგი ექიმებთან დახარჯა, მაგრამ სატკივარს ვერაფერი მოუხერხა, ექიმებმა მისთვის ფეხის მოკვეთა გადაწყვიტეს. მას გაახსენდა თავისი უწინდელი ცხოვრება, როდესაც კეთილად შრომობდა, სინანული დაეუფლა და დაიწყო ღვთისადმი ვედრება, რომ შეეწყალებინა. მაშინ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
-იოანე, სად არის შენი ფული, რომელიც დააგროვე?
სნეული ატირდა.
-შეგცოდე, უფალო, შემინდე, ასე აღარ ვიზამ!
მაშინ შეეხო ანგელოზი მის სნეულ ფეხს და იოანე სრულიად განიკურნა. იმ დღიდან იგი ცოდვად თვლიდა ფულის შეგროვებას: "რისთვის მინდა ისინი მე, როდესაც ჩემთვის თვით უფალი ირჯება?"
თუ ადამიანს ღვთის მადლი არ შეეწია, ამაოა მისი გაკეთებული სიკეთე
კაცი იფიქრებს, რამდენად უძლურია ადამიანი, რომ სიკეთის კეთება – რაც მისთვის ბუნებრივია – არ შეუძლია. ბოროტებას კი, რომელიც შემოპარულია მასში, ძალიან იოლად სჩადის. ადამიანს სურს სათნოეყოს ღმერთს, მაგრამ თუ ღვთის მადლი არ შეეწია, მისი გაკეთებული სიკეთე სიკეთე არაა, ამაოა მისი სურვილიცა და შრომაც.
თემა: სიკეთე, ბოროტება, მადლი, სიკეთე და ბოროტებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
წადი, ევედრე ღმერთს, ისევ დაგიბრუნოს ვნებები!
ერთმა ბერმა ღმერთს ვნებებისგან გათავისუფლება სთხოვა. უფალმა ჩამოაცილა ვნებები და უვნებობა მიანიჭა. ამის შემდეგ ის ერთ გამოცდილ აბბასთან მივიდა და ეუბნება:
მამაო, ვნებებისგან გავთავისუფლდი და მშვიდად ვარ (ჯერ ახალგაზრდა იყო).
– მისმინე, შვილო, – ეუბნება დიდი მოძღვარი, – წადი და ევედრე ღმერთს, რომ ისევ დაგიბრუნოს ვნებები, რადგან ადამიანი ბრძოლაში ნახულობს სარგებელს და არა უვნებობაში, რაც განსვენებაა და არა შრომა. ადამიანი განსაცდელით აღწევს სრულყოფილებას, სულიერი ხდება, განსაცდელების გარეშე კი ის უგუნური, უსახური, უნიათო და უმეცარია!
ამიტომ ნებისმიერი ბრძოლა მოითმინე. ამ უკანასკნელ ჟამს, რომელშიც ვცხოვრობთ, განსაცდელების მეტს ნურაფერს ველით – ისინი გადაგვარჩენს!
თემა: განსაცდელები, ვნებები, სულიერი ბრძოლა, ვნებათაგან განთავისუფლებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
თემა: სიზარმაცე, უდებება, მცონარობა, ღვთის შიშიავტორი: წმ. ეფრემ ასური
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
მღვიძარება, სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის
მეთოთხმეტე საუკუნიდან დაწყებული, წმინდა მამებმა თანდათან ჩამოაყალიბეს და სისტემაში მოიყვანეს გონიერი ლოცვა. მათ დაგვიტოვეს ნაშრომები ლოცვის შესახებ და საჯაროდ განაცხადეს, რომ მღვიძარება, სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ნუ იფიქრე რომ როგორც კი ასეთ მდგომარეობას მიაღწევ და ამ ურთიერთობას შეიგრძნობ, ყველაფერი დამთავრდება. ამით მხოლოდ საფუძველი ეყრება ახალ საფეხურს, ანუ ქრისტიანული ცხოვრების ახალ პერიოდს. ამიერიდან იწყება სულის და სხეულის გარდასახვა იესო ქრისტეში სულიერი ცხოვრების შსაბამისად, ანუ იწყება მათი აღვსება სულით. დაეუფლება რა საკუთარ თავს, ადამიანი თავის თავშიყოველივე იმას მოუტრის თავს, რაც ჭეშმარიტია, წმიდაა და სუფთაა; და განდევნის ყველეფსრ ცრუს, ცოდვიანსა და ხორციელს. ის აქამდეც ამისთვის შრომობდა, მაგრამ უცებ ხდებოდა მისი განძარცვა. რის აღშენებასაც ასწრებდა მცირე ხანში, თითქმის მთლიანად ნადგურდებოდა. ახალი ადამიანი მყარად დგას ფეხზე. აღარ ემორჩილება წინააღმდეგობებს და მიზანდასახულად წარმართავს თავის შენებას. ბარსანუფის თქმით, ხდება მიღება იმ ცეცხლისა, რომლის დასანთებადაც ქვეყნად უფალი მოვიდა. ამ ცეცხლში გამოწვას იწყებს ადამიანის მტელი ბუნებრივი ძალები. როცა ხანგრძლივი ხახუნით აღიგზნება ცეცხლი და მასში შეშას მოათავსებენ, შეშას ცეცხლი წაეკიდება და ვიდრე გამოიწვება ტკაცუნობს და კვამლს გამოყოფს. უკვე გამომწვარს კი იმდენად აქვს გამჯდარი ცეცხლი, რომ სასიამოვნო ნათებას გამოსცემს. მსგავსი რამ ხდება თქვენში. ცეცხლი მიღებულია, იწყება გამოწვა. თუ როგორი კვამლი და ტკაცუნია ამ დროს, გამოცდილებმა იციან. როცა ყველაფერი გამოიწვება, კვამლი და ტკაცუნი ჩაცხრება და შიგნით მხოლოდ ნათება წარმოჩნდება. ეს არის სიწმიდის მდგომარეობა; აქამდე გრძელი გზაა, მაგრამ უფალი მრავალმოწყალე და ყოვლისშემძლეა... ცხადია, ვინც უფალთან საუბრით შეიგრძნო და მიიღო ცეცხლი, მას მოსვენება არ ელის, მოუწევს მრავალი შრომა, თუმცა შრომა ტკბილია და ნაყოფიერი; მანამდე კი შრომა თუ მთლიანად უნაყოფო არა, მწარე იყო და მცირედნაყოფიერი.