აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ,...
იხილეთ სრულად
აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ, რომ ადამიანებს რომ შეეძლოთ ამ მადლის დიდების დანახვა, მთელი მსოფლიო განცვიფრდებოდა, მაგრამ უფალმა დაფარა ეს მადლი, რათა მსახურნი მისი არ გაამაყებულიყვნენ, არამედ მორჩილებით გადაერჩინათ თავი.
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდ...
იხილეთ სრულად
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდა სოფელს.
ახალბედა მონაზონმა თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არ უნდა შეისრუტოს ამ სოფლის სიბრძნე, იმიტომ რომ ის შემდეგ მუდამ იშიშინებს იმ სანთლის მსგავსად, რომელსაც პატუქი სველი აქვს.
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლ...
იხილეთ სრულად
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გვირგვინები სხვას მისცენ, რომ ახლა სხვამ იქორწინოს? არა. მაგრამ როცა კვდებიან, გვირგვინებს მათთან ერთად დებენ კუბოში.
ბერი – მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ სამყაროზე და ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვა...
იხილეთ სრულად
ბერი – მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ სამყაროზე და ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის მწუხარებს ხალხზე, იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დამწუხრებული ხალხზე, რომ ხალხისთვის ჯვარზე ეცვა.
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი ...
იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებ...
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომ...
იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა. ერისკაცი არ აპირებდა ქრისტესთვის სიკვდილს, და, გარდა ამისა, მას საერო მოვალეობებიც აქვს: ის ზრუნავს თავის ოჯახზე, შვილებზე, ამიტომ მას ისე მკაცრად არ მოეთხოვება...
ბერი ზრუნავს საკუთარ ცხოვნებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არ...
იხილეთ სრულად
ბერი ზრუნავს საკუთარ ცხოვნებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არა მხოლოდ თავისი ახლობლების ცხონებას, არამედ – თანამემამულეებისაც.
ბერის საქმე არაა ემსახუროს მსოფლიოს თავისი შრომით, ე.ი. ხელით შრომით. ეს საერო ადამიანების საქმეა (ერისკაცების საქმეა). ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასდროს არ წყდება ლოცვა; და ამაშია...
იხილეთ სრულად
ბერის საქმე არაა ემსახუროს მსოფლიოს თავისი შრომით, ე.ი. ხელით შრომით. ეს საერო ადამიანების საქმეა (ერისკაცების საქმეა). ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასდროს არ წყდება ლოცვა; და ამაშია სარგებლობა – მთელი ქვეყნიერებისათვის, რამეთუ მსოფლიო დგას ლოცვით.