თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი - დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. - ამით საკუთარ თავსაც იხსნი...
იხილეთ სრულად
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი - დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. - ამით საკუთარ თავსაც იხსნი და მასაც.
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმან ცოდვილსათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გვიბრძანებს: "ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეს". - შე განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი ...
იხილეთ სრულად
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმან ცოდვილსათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გვიბრძანებს: "ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეს". - შე განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი რა გაქუს სხვის მონის განკითხვისა? - მიზეზი წარმოუჩინელი არის.
თუ ქრისტეს მოწაფე ხარ - ცოდვისაგან დაწყლულებულს სიტკბოისა, სიმშვიდისა და მოწყალების სიტყვა უნდა დაასხა ამისთვის, რომ შენმა მოძღვარმან და უფალმან იესო ავაზაკთაგან წყლულ არა თუ ყვედრება და მხილება - უფროსად ზეთი და ღვინო სიტკბოებისა...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტეს მოწაფე ხარ - ცოდვისაგან დაწყლულებულს სიტკბოისა, სიმშვიდისა და მოწყალების სიტყვა უნდა დაასხა ამისთვის, რომ შენმა მოძღვარმან და უფალმან იესო ავაზაკთაგან წყლულ არა თუ ყვედრება და მხილება - უფროსად ზეთი და ღვინო სიტკბოებისა დაასხა. შენ ყვედრებას და მხილებას დაასხამ ცოდვისაგან წყლულს! ამ გვარის საქმისაგან ქრისტეს მოწაფეობა არა სჩანს!
დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვ...
იხილეთ სრულად
დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.
დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან...
იხილეთ სრულად
დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან სისხლისმსმელი და ვერაგი ეშმაკები ფხიზლობენ და შესაფერის დროს ელიან. ასე რომ, დაე ღმერთმა განგვანათლოს და დაგვიფაროს.
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები. მაგალითად, სწავლ...
იხილეთ სრულად
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები. მაგალითად, სწავლადამთავრებულმა კაცმა იცის, რომ განათლებული სინდისი ზიზღს უცხადებს სიბოროტეს და ხედავს, რომ განათლება ზნეობრივად ღმერთ-კაცობაა, მაგრამ ზოგიერტმა შეიყვარა ლოთობა, არაწმიდება და ღალატ-გამცემლობა და მას შინა მონა ქმნილმა დას...
სხვის განმკითხველობისათვის არქუ შენს თავს: თვით წყლულებასა და ცოდვის სიმყრალეში მყოფი სხვისას რად ეძიებ? რისთვის არ მოიხსენებ სიტყვასა ამას: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი"
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უ...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უგუნურებაშიდ ხარ; შენ ცოდვად რად გამოეძიებ? რად გამოეძიებ? რა მისაგებელი შეგიძლია? ცოდვისათვის ჯოჯოხეთს ვერ მისცემ და ვერ ეთყვი: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა"; უცოდველობისათვის სასუფეველს ვერ მისცემ და...