მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
ზოგიერთს ჰგონია, რომ განათლება, სულიერი იქნება თუ საერო, - მხოლოდ ცოდნის მიღებაა. სინამდვილეში, ეს ასე არაა. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომელსაც არამარტო ცოდნა აქვს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია სულიერება, სულიერი ნათელი ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს ჰგონია, რომ განათლება, სულიერი იქნება თუ საერო, - მხოლოდ ცოდნის მიღებაა. სინამდვილეში, ეს ასე არაა. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომელსაც არამარტო ცოდნა აქვს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია სულიერება, სულიერი ნათელი უნდა მიიღოთ.
თუკი სულიერი განვითარება და ზნეობრივი ამაღლება მოხდება თქვენში და ამასთან ცოდნასა და განათლებასაც მიიღებთ, ბედნიერი ადამიანები იქნებით.
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ...
იხილეთ სრულად
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.
ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვ...
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრა...
იხილეთ სრულად
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონ...
იხილეთ სრულად
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს.
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლ...
იხილეთ სრულად
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.