ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან...
იხილეთ სრულად
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგოროს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: განხსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11, 44) და უტევეთ, რომ ნეტარი უვნ...
თუ ვინემ ჩვენს შორის (ბერთა შორის, მთარგმ.) სულიერად ელამი აღმოჩნდება, ის ნუ მოითხოვს ძმებისაგან ბრმა მორჩილებას, რათა მათთან ერთად არ გადაეშვას უფსკრულში, წერილის სიტყვისაებრ: „ბრმაი ბრმასა თუ წინა–უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვი...
იხილეთ სრულად
თუ ვინემ ჩვენს შორის (ბერთა შორის, მთარგმ.) სულიერად ელამი აღმოჩნდება, ის ნუ მოითხოვს ძმებისაგან ბრმა მორჩილებას, რათა მათთან ერთად არ გადაეშვას უფსკრულში, წერილის სიტყვისაებრ: „ბრმაი ბრმასა თუ წინა–უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათ. 15. 14).
თუკი მონაზონი ცხარეა ხასიათით და ფიცხი, ენას კი ვერაფრით ითოკავს, შფოთის ატეხვამდე უჯობს სარტყელი მოიხსნას, სამონაზვნო შესამოსელი განიძარცვოს, ფსკვნილი გადადოს და მხოლოდ მაშინღა იწყოს თავისი სიმართლის მტკიცება. ასე თუ მოიქცევა, არ...
იხილეთ სრულად
თუკი მონაზონი ცხარეა ხასიათით და ფიცხი, ენას კი ვერაფრით ითოკავს, შფოთის ატეხვამდე უჯობს სარტყელი მოიხსნას, სამონაზვნო შესამოსელი განიძარცვოს, ფსკვნილი გადადოს და მხოლოდ მაშინღა იწყოს თავისი სიმართლის მტკიცება. ასე თუ მოიქცევა, არასოდეს იკადრებს უკადრისი და სალანძღავი სიტყვების ფრქვევას.
თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავის თავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმობს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს.
კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხ...
იხილეთ სრულად
კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხოვრების ხე, რომელიც სამოთხის შუაგულშია – ქრისტეა. იგი ახლაც მისაღწევია ყველასთვის; ყველას შეუძლია იკვებოს მისგან და აღივსოს სულიწმიდით.
ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხავადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხავადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ და აუცილებელნი არიან პიროვნებისა და საზოგადოების ნორმალური განვითარებისა და არსებობისათვის
მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაი...
იხილეთ სრულად
მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაიმარხოს გონებაში ეს დღე, როდესაც აღთქმის სიტყვებს წარმოთქვამდა. ამის ხსოვნა, მოიცავს რა მოღვაწის გულსა და გონებას, წარმოშობს მოშურნეობას კეთილ საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს ყოველგვარ სიმძიმეს და მცონარებას. იმისთვის,...
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონ...
იხილეთ სრულად
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.