სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში აგზავნიან. წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?" - "მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუცქერდი." - იყო მაცხოვრის პასუხი. უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და

ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი რაოდენობის ნახევარს და ამით ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამითი სუსტდება, ქრება, ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურება, სასურველი გავლენა სხვებზე და საკუთარი ღირსების შეგნება. ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი

ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ - კეთილდღეობა დღევანდელ ცხოვრებაში, და არა მხოლოდ ყოველი ჩვენთაგანის კეთილდღეობა, არამედ საზოგადოებისა. ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა.

რაოდენ დიდებული მადლია რწმენა! მაშინაც გადაგვარჩენს, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, სიკვდილი გვემუქრება, უსასო გარემოებაში ვიმყოფებით. რაოდენ დიდებული მადლია რწმენა! მაშინაც

ღუზა - ესაა ხომალდის იმედი ზღვაზე; რწმენა - ესაა ღუზა ადამიანისათვის მიწაზე (ებრ. 6, 19). ღუზა - ესაა ხომალდის იმედი ზღვაზე; რწმენა -

ადამიანი რწმენის გარეშე უსაჭო ხომალდს ჰგავს, რომელსაც ზღვის ტალღები მიაქანებს. ადამიანი რწმენის გარეშე უსაჭო ხომალდს ჰგავს

წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო. (მთ. 14, 29-31). წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის

რწმენა - სულია ხალხისა. როცა ის ქრება, ხალხი უკვე უსულო გვამად გადაიქცევა, რომელიც სწრაფად იხრწნება. რწმენა - სულია ხალხისა. როცა ის ქრება, ხალხი

მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი-მეორის სიყვარულით, ურთიერთისადმი ლმობიერებით, მაღალი ზნეობით, შეგნება-განათლებით, შრომა-გამრჯელობით; ჩვენს ცხოვრებაში გახშირდებიან წმინდა ევსტათის მსგავსი სულიერი გმირები, მტკიცე აზრის კაცები და ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი უსამართლობა, ვერავითარი დევნა და შევიწროება ვერაფერს გვავნებს ვერც სულიერად და ვერც ხორციელად. მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი

რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა. რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2