სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება. მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და

უფალი უხვად გვანიჭებს მადლს, მაგრამ ამაოდ არ ფანტავს მას უფალი უხვად გვანიჭებს მადლს, მაგრამ ამაოდ არ

რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის

"სულსა ნუ დაივიწყებთ" (1 სოლ. 5, 19)! - ამბობს მოციქული და ამით გვიჩვენებს, რომ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ცეცხლი ქრება, თუ მას საწვავს არ დაამატებენ, და მით უფრო ჩქარა ჩაქრება - როცა წყალს დაასხამენ. - ჩვენს სულშიც მადლიც ცეცხლიც აუცილებლად შემცირდება წმიდა აზრების, წმიდა შეგრძნებების, ღვთივსათნო განზრახვებისა და საქმეების შემცირებისას, და კიდევ უფრო მალე ჩაქრება, როცა სულს იმით ამოვივსებთ, რაც სიწმიდისთვის საძაგელია. სულსა ნუ დაივიწყებთ (1 სოლ. 5, 19)! - ამბობს

როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს. როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც -

მარტო ის კი არ არის დამღუპველი, რომ ღვთის საქმე არ აკეთო, არამედ - მისი დაუდევრად კეთებაც (იერ. 48, 10). მარტო ის კი არ არის დამღუპველი, რომ ღვთის

მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია: არაფერია იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც დაკარგა მადლი. ცოტას თუ დაუბრუნებია იგი უდიდესი ღვაწლით. განუწყვეტლივ უნდა ვიფხიზლოთ, რათა დავიცვათ იგი. ის გვეძლევა მხოლოდდამხოლოდ ღვთის გულმოწყალებით, მაგრამ მის დასაცავად პირადი ძალისხმევაა საჭირო. მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია:

ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი ამ მადლისათვის, როცა ეძლევა, ხოლო მომთმენი, - როცა ერთმევა იგი; დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს იგი; დაე, საკუთარ თავს დაუკვირდეს და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი. ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება

მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის

უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში აგზავნიან. წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?" - "მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუცქერდი." - იყო მაცხოვრის პასუხი. უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2