სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სახელმწიფოთა ისტორიაში ყველაზე დიდებული ეპოქა, ამავე დროს, რელიგიის აყვავების პერიოდები იყო (შესაბამისად, რწმენისა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რელიგია) და ამ უკანასკნელის დაცემა უეჭველად იწვევდა ხალხების სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაცემასა და გახრწნასაც. სახელმწიფოთა ისტორიაში ყველაზე დიდებული

რას უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ვნებებს ყველაზე მტკიცე აღვირს - წმიდა სარწმუნოების წესებს აშორებენ?! რას უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ვნებებს

სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს. სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი

ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისთვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისთვის. წმინდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდნორსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძლეველნი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთ სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისათვის აუცილებიათ განსაცდელი. ყველაზე უპირველესი და უმაღლესი ქართველი

ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის გარეშეც ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს. ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის

რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა? რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე

კანონები თავიანთ მაღალ გარანტიას ჰპოვებენ რელიგიაში კანონები თავიანთ მაღალ გარანტიას ჰპოვებენ

განა შესაძლებელია ადამიანური საზოგადოებისა და სამართლიანობის რაიმე იდეის არსებობა, თუკი შეწყდება ღვთისმოსაური დამოკიდებულება უფალთან მიმართებაში? განა შესაძლებელია ადამიანური საზოგადოებისა და

ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის წარმატებისათვის ერთმანეთს ფიცით ეკვრებიან. სწორედ ასევე საჭიროა რელიგია ადამიანთა საზოგადოების სიმტკიცისათვის! ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის

ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვამთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ და დავანგრევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუმბულსავით შეგვატრიალებს ჰაერში და გადაგვტყორცნის უფსკრულში. ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ცხოვრების ზღუდე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2