სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის წარმატებისათვის ერთმანეთს ფიცით ეკვრებიან. სწორედ ასევე საჭიროა რელიგია ადამიანთა საზოგადოების სიმტკიცისათვის! ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის

ვისაც ღვთისადმი რწმენა არა აქვს, ის ადამიანებს შორის არანაირ რწმენას არ იმსახურებს. ვისაც ღვთისადმი რწმენა არა აქვს, ის

იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტიანის საქციელს, - სასიხარულო იქნება იგი საქციელი თუ სამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო. იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ

რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონელი შედენეთ თქვენს ეკლესიებში, აღარ გაბედოთ ქრისტეს ხსენებაო", რომ ქალსა და კაცს სიტყვის შეუბრუნებლად აესრულებინა ასეთი უმსგავსობა! არ ვუფრთხილდებით საუნჯესავით სარწმუნოებას, არ ვვარჯიშობთ, რომ გავიღრმავოთ და გავიფართოვოთ სარწმუნოებრივი გრძნობა რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება

წმიდა რწმენა ზეცაში გახსნილი გზაა არა მხოლოდ მარადიულ ცხოვრებასთან მიმართებაში, არამედ - დროებითშიც. წმიდა რწმენა ზეცაში გახსნილი გზაა არა მხოლოდ

სხვა რა აქვს ადამიანს, თუ მას ღვთისა და სულის უკვდავების რწმენა არ გააჩნია? - არაფერი, ნამდვილად არაფერი. სხვა რა აქვს ადამიანს, თუ მას ღვთისა და სულის

უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრისტიანულ მისიონერულ მოღვაწეობას მიეკუთვნება. უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა

შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება. შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა

ყველა იმ რელიგიას შორის, რომლებიც დედამიწაზე არსებობს, მხოლოდ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და ამიტომ მხოლოდ ქრისტიანობას ძალუძს, მიანიჭოს ცალკეულ ადამიანს და მთელ კაცობრიობას სიკეთე და ბედნიერება - ზეციური და მიწიერი. ყველა იმ რელიგიას შორის, რომლებიც დედამიწაზე

რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია. რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2