უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძნებსაც კი.
ქრისტიანული რელიგია ანათლებს ადამიანს, ანათებს მის გონებრივ ჰორიზონტს, ამაღლებს მისი ცოდნის დონეს, მაგრამ იგი ყველაფერს არ უცხადებს მის მიმდევარს. მისი სწავლება აღსავსეა საიდუმლოებებით, რომლებსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება და მხოლოდ რწმენით მიიღება.
მაღალი მთები მაყურებლის ზერას ზღუდავს; მაგრამ ამ მაღლობებს მიღმა, გადაიშლება შესანიშნავი მიდამო, ახალი სფერო, რომელზეც წარმოსახვა თავის სწრაფი ფრთებით დაქრის. ადამიანური გონების ჰორიზონტიც შეზღუდულია რწმენის სიმაღმეებით, რომელთა გამოც იწრიტება ყოველგვარი ცოდნა, სუსტდება ყველაზე გამჭრიახი აზრები: მაგრამ ეს რწმენა გვიცხადებს ჩვენთვის განუზომელ სიშორეებს, სადაც იწყება გულისათვის დაუსრულებელი რამ. რწმენის (ქრისტიანული რელიგიის) უსასრულო სფერო.
მზის კაშკაშა სინათლე საგნებს ხილულსა და ნათელს ხდის; პირიქით, ბრწყინვალე ვარსკვლავებს ფარავს და მიწიერ მანათობლებს ჩრდილავს. ეს უკანასკნელნი მართლაც ქრებიან და მათი ცეცხლი, მზის მეტისმეტი აშკარა სინათლისაგან, ჩრდილსაც კი იკეთებენ და კვამლი გვგონია. მაგრამ ასე არ ხდება ზეცის ვარსკვლავების შემთხვევაში: ისინი არასდროს კარგავენ სინათლეს და როდესაც ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ღამის სიბნელეში სხვებს უნათებენ. განა აქ ღვთაებრივი გამოცხადების სახე არ ჩანს? იგი ჩვენი გონებისა და გულისთვის გაურკვეველ საგნებს განანათლებს, მაგრამ მისი სინათლის წინაშე ფერმკრთალდება ჩვენი ამპარტავნული ცოდნა და ჩრდილსაც კი ვერ გგამოსცემს. ღვთაებრივი გამოცხადებისასაც შორეული ვარსკვლავებია, რომლებიც ჩვენი გონების თვალისაგან დაფარულია. ესაა იდუმალი, უმაღლესი ჭეშმარიტებები, რომლებიც ჩვენი გონებრივი მზერისათვის მიუწვდომელია, მაგრამ ხილულნი ხდებიან რწმენის სფეროში - გულის თვალით. გამოცხადების საიდუმლო არანაკლებ აღაფრთოვანებს მორწმუნის გულს, ვიდრე - ვარსკვლავებიანი ცა.
ფილოსოფოსები თავს ესხმიან გამოცხადების საიდუმლოს, მაშინ როცა ასეთი რამ ფილოსოფიაში უფრო მეტია. გონების პირველი საფეხურები ნათელია, შემდეგ, რაც უფრო მაღლა ავდივართ, უფრო ბნელდება და ბოლოს სრულებით კარგავს ნათელს. გონება ამ შემთხვევაში შეიძლება - საფაერო ბურთს შევადაროთ, რომლითაც რაც უფრო მაღლა ავდივართ, მცირდება ნათელი და იზრდება ბნელი.
ფიზიკურ სამყაროშიც, რომელიც ღმერთმა თვალწინ გადაგვიშალა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით საიდუმლოებებს. ხშირად არ გვესმის, რასაც ვხედავთ, არც ის, რასაც ვეხებით. ეჭვი არ გვეპარება ბუნებრივი საგნების არსებობაში, მაგრამ არ ვიცით, როგორ არსებობენ ისინი.