სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - დაფუძნებულია ან სასწაულებით, ან - სასწაულების გარეშე. სასწაულებით არის დაფუძნებული ნიშნავს, რომ ის - ჭეშმარიტი რელიგიაა, ვინაიდან მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს, როგორც ყოვლისშემძლე უფალს, ბუნების შემოქმედსა და მეუფეს, სასწაულებში გამოავლინოს თავისი ყოვლისშემძლეობა. თუ ჩვენი სარწმუნოების სასწაულებრივი დაფუძნება სასწაულთა გარეშე მოხდებოდა, იგი თავადაა ყველა სასწაულზე უდიდესი სასწაული. ვინაიდან როგორ მოხდა, რომ ისეთი საქმე, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ ძალას აღემატება, შეიძლებოდა აღსრულებულიყო იმგვარი ადამიანების მიერ, ასეთი საშუალებებით და ასე მალე, სრულყოფილად და საბოლოოდ". ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი

ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. დაე, ასე იყოს, მაგრამ, "რასაც გონება ვერ წვდება, ეს ჯერ კიდევ არ არის რაღაც ისეთი რამ, რაც მის კანონებს ეწინააღმდეგება". ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება

განა ადამიანური შემეცნების საზღვრები უნდა იყოს ღვთის ყოვლისშემძლეობის ზღვარი? განა ადამიანური შემეცნების საზღვრები უნდა

ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი უარყოფს ერთი ცხოველი ღმერთის და ყოვლისშემძლე შემოქმედის არსებობას. ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი

ნუ იკითხავ, ჰგავს თუ არა ბუნებას ის, რასაც ბუნების შემოქმედი ქმნის ნუ იკითხავ, ჰგავს თუ არა ბუნებას ის, რასაც

სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ - ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი? თუმცა ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით. სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ

საჭირო არაა ბუნებრივი მტკიცებულებები იმისათვის, რაც ბუნებაზე აღმატებულია, ან ამ მტკიცებულებათა უკმარობის გამო, უარყოფა და ზებუნებრივის არ აღიარება. საჭირო არაა ბუნებრივი მტკიცებულებები

ყველაფრის განმარტება არც შეიძლება და ვერც შეძლებ: ბევრი რამ მხოლოდ უნდა იწამო, ვინაიდან მხოლოდ რწმენაა. ყველაფრის განმარტება არც შეიძლება და ვერც

რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი თვალისათვის: ტელესკოპის დახმარებით თვალი ხედავს იმას, რისი დანახვაც თავისთავად არ შეეძლო. იგი წვდება სივრცეს, რაც მისთვის ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელი იყო. მსგავსად ამისა, რწმენაც მხოლოდ განავრცობს და განამტკიცებს; იგი გონებას ყოველივე იმის გამოკვლევის საშუალებას აძლევს, რაც განსჯას ექვემდებარება: მაგრამ, სადაც გონების ბუნებრივი ძალები უძლურია, იქ რწმენა აამაღლებს მას და უჩვენებს ახალ, ზებუნებრივ, ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს; იგი აძლევს მას საშუალებას. ჩაწვდეს ღვთის საიდუმლო რჩევებს. რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი

გონება რწმენის გარეშე სუსტი ლერწამია, რომელიც განუწყვეტლივ მერყეობს ეჭვების ქარისაგან. გონება რწმენის გარეშე სუსტი ლერწამია, რომელიც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2