სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებით - აი, ურწმუნოების ძირითადი მიზეზები ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების

როდესაც ინჟინრებს ალყაშემორტყმული ქალაქის გასამაგრებლად უწევთ მუშაობა, რას აკეთებენ ისინი? - უწინარეს ყოვლისა, ცდილობენ აღმართონ მიწაყრილები, რათა ამ ხელოვნურ საფარქვეშ თამამად გაუძლონ მტრის ცეცხლს და დაუბრკოლებლად აღასრულონ თავიანთი მიწისქვეშა სამუშაოები. იგივე შეიძლება ითქვას ურწმუნო კაცზეც. საფარად მას ურწმუნოება აქვს: ამ საცავს იგი იმ მიზნით აღმართავს, რომ სჯულის ისრებმა არ დააზიანონ მისი სინდისი. როდესაც ინჟინრებს ალყაშემორტყმული ქალაქის

უმაღლესი, წმიდა ჭეშმარიტებების მიმართ გახრწნილ ადამიანებს იგივე ემართებათ, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვალის დაავადებით იტანჯებიან; ნათელს ისინი ვერ იტანენ, განსაკუთრებით - მზის სინათლეს. სიამოვნებით ამჯობინებენ ფუტურო ხის ბჟუტვას, რომელიც მათ თვალში მზის შუქს აღემატება უმაღლესი, წმიდა ჭეშმარიტებების მიმართ

რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს. რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი

საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით უფრო ანათლებს და ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მორწმუნეებს, რაც უფრო გახსნილია მათი გონება და გული მისთვის. საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ

ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას საკუთარი დაკვირვება გვიჩვენებს. ასეთივე თვისებისაა სწორედ ჩვენი წარმოდგენა სულიერი სამყაროს შესახებ. სრულყოფილად, სრულად და ღრმად მაშინ ვწვდებით, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, რწმენის გრძნობით ვეხებით მას. სულიერი საგნების შესახებ გონების შემეცნება გულით შეხების გარეშე - ყურით მოსმენილ ამბავს ჰგავს. ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს

შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას. შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ

იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მათ და მაცხოვრის მიმართ მიისწრაფის (ინ. 7.17) იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების

იესო ქრისტეს ცხოვრების საუკეთესო აპოლოგია იმ ქრისტიანის ცხოვრებაა, ვისშიც იესო ქრისტე ცხოვრობს. იესო ქრისტეს ცხოვრების საუკეთესო აპოლოგია იმ

"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ. დაე, ადამიანებმა უარყონ იგი, დაე, დაიხშონ გული მისი მადლის მიმართ, სული - მისი ნათლის წინაშე - იგი მაინც ერთგულია თავისი აღთქმების და მეფობს საუკუნოდ მთელ ხილულსა და უხილავ სამყაროზე. შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2