სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი თვალისათვის: ტელესკოპის დახმარებით თვალი ხედავს იმას, რისი დანახვაც თავისთავად არ შეეძლო. იგი წვდება სივრცეს, რაც მისთვის ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელი იყო. მსგავსად ამისა, რწმენაც მხოლოდ განავრცობს და განამტკიცებს; იგი გონებას ყოველივე იმის გამოკვლევის საშუალებას აძლევს, რაც განსჯას ექვემდებარება: მაგრამ, სადაც გონების ბუნებრივი ძალები უძლურია, იქ რწმენა აამაღლებს მას და უჩვენებს ახალ, ზებუნებრივ, ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს; იგი აძლევს მას საშუალებას. ჩაწვდეს ღვთის საიდუმლო რჩევებს. რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი

როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას სწამს, როცა სინამდვილეში არა სწამს; ასევე ურწმუნოსაც ჰგონია ზოგჯერ, რომ არა სწამს, მაშინ როცა არსობრივად სწამს. როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას

ურწმუნოებაც ასევე მოითხოვს მტკიცე რწმენას, ოღონდ - არა მაცხოვნებელ რწმენას, არამედ - დამღუპველს. ურწმუნოებაც ასევე მოითხოვს მტკიცე რწმენას

რწმენა და ცოდნა დაპირისპირებული კი არა - ერთმანეთის შემავსებელი ძალებია, მტრები კი არა - არამედ განუყრელი დები ტყუპები რწმენა და ცოდნა დაპირისპირებული კი არა -

რწმენის დაცვა ნიშნავს გონების დაცვასაც; გონების დაცვა ნიშნავს რწმენის დაცვას. რწმენის დაცვა ნიშნავს გონების დაცვასაც;

ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს. ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ

რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ღმერთმა ეს თავისი დიდებისთვის ქმნა. როგორც ბატონი არ მოისურვებს, რომ მსახურები მის ბრძანებებს გამოიკვლევდნენ - განსაკუთრებით საიდუმლო ან მეტად მნიშვნელოვან საქმეებში, ასევე - ღვთის დიდებულებას არ შეეფერება, რომ ადამიანს, მის ესოდენ უმნიშვნელო ქმნილებას განეხილა მისი დაფარული და მიუწვდომელი განგებულება". მართლაც, უნდა დავეთანხმოთ მას, რომ მორჩილება, რასაც უფლის წინაშე რწმენით გამოვხატავთ, არის ხარკი, რომელიც მის უმაღლეს მეუფებას ეკუთვნის რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი

ამქვეყნად არავინაა ისეთი, ვინც ესოდენ მჩატედმორწმუნე, როგორც - ურწმუნო ამქვეყნად არავინაა ისეთი, ვინც ესოდენ

ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია

ცრურწმენა და ურწმუნოება ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან, ათეისტებს სწამდათ ჯადოქრების, წინასწარმეტყველების; ღვთისადმი ურწმუნოებს კი ღმერთები სწამდათ. ცრურწმენა და ურწმუნოება ხელიხელჩაკიდებულნი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2