სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იესო ქრისტეს ცხოვრების საუკეთესო აპოლოგია იმ ქრისტიანის ცხოვრებაა, ვისშიც იესო ქრისტე ცხოვრობს. იესო ქრისტეს ცხოვრების საუკეთესო აპოლოგია იმ

"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ. დაე, ადამიანებმა უარყონ იგი, დაე, დაიხშონ გული მისი მადლის მიმართ, სული - მისი ნათლის წინაშე - იგი მაინც ერთგულია თავისი აღთქმების და მეფობს საუკუნოდ მთელ ხილულსა და უხილავ სამყაროზე. შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს

მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ - რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას - რომ თვით "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს. მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული

იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა შუქურა, რომლის საძირკველსაც ეხეთქება ტალღები, რომლებიც ხშირად შესამჩნევ ქაფის ფენას ტოვებენ მასზე, თითქოს მათი დარტყმისგან დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ მის წვერზე ცეცხლი ანთია რომელიც არასდროს ჩაქრება, ბრწყინავს სინათლე, რომელიც არასდროს შესუსტდება. იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა

იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე. იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ

"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ ცრუ თეორიების ყველა სხვა ბოლო დროინდელ მცდელობას, ამოეძირკვათ კაცობრიობის რწმენა მისი ღვთაებრივი მეუფისა და მაცხოვრის მიმართ. ეს ღრუბელია, ჩაივლის! - ასე თქვა წმიდა

ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისთვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: "ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ! არამედ ესრეთ ნელ-ტფილ ხარ, მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა" (გამოცხ. 3, 5-16). ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა

ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც. ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას

როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში. როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის -

შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ცოცხალმა არსებამ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე იცხოვროს. შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2