სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება. განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი

თუ იმას ვერ წვდები, რაც შენს ქვემოთ იმყოფება, როგორ მიწვდები იმას, რაც შენზე მაღლაა?! თუ იმას ვერ წვდები, რაც შენს ქვემოთ იმყოფება

ურწმუნოთა მხრიდან ყოველგვარ შესაძლო უარყოფას შორის, ყველაზე უსუსური ისაა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი გაგება არ ძალგიძს. ურწმუნოთა მხრიდან ყოველგვარ შესაძლო უარყოფას

ისიც კი, რისი ცოდნაც მოგეცა, შენს გონებაზე მაღლაა ისიც კი, რისი ცოდნაც მოგეცა, შენს გონებაზე

თვით ადამიანი საკუთარი თავისათვის უდიდესი საიდუმლოა თვით ადამიანი საკუთარი თავისათვის უდიდესი

რელიგიური საიდუმლოებებისადმი შიში ნიშნავს, გეშინოდეს საკუთარი ჩრდილისა; ვინაიდან საიდუმლოებები ყოველ ფეხის ნაბიჟზე დაგვყვებიან, როგორც საკუთარი ჩრდილები. რელიგიური საიდუმლოებებისადმი შიში ნიშნავს

დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალული ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ ამ კერპის ბაგეთაგან სურს ჭეშმარიტების მიღება? დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით

ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რაც, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის, ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს. ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც

ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - დაფუძნებულია ან სასწაულებით, ან - სასწაულების გარეშე. სასწაულებით არის დაფუძნებული ნიშნავს, რომ ის - ჭეშმარიტი რელიგიაა, ვინაიდან მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს, როგორც ყოვლისშემძლე უფალს, ბუნების შემოქმედსა და მეუფეს, სასწაულებში გამოავლინოს თავისი ყოვლისშემძლეობა. თუ ჩვენი სარწმუნოების სასწაულებრივი დაფუძნება სასწაულთა გარეშე მოხდებოდა, იგი თავადაა ყველა სასწაულზე უდიდესი სასწაული. ვინაიდან როგორ მოხდა, რომ ისეთი საქმე, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ ძალას აღემატება, შეიძლებოდა აღსრულებულიყო იმგვარი ადამიანების მიერ, ასეთი საშუალებებით და ასე მალე, სრულყოფილად და საბოლოოდ". ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი

სადაა სამყაროში სხვა რელიგია, რომელიც ღვთაებრივი წარმომავლობის ასეთ აშკარა ნიშნებს შეიცავს, როგორიც ქრისტიანული რელიგიაა? სადაა სამყაროში სხვა რელიგია, რომელიც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2