სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტიანული რელიგია - საოცრად სასწაულებრივი მოვლენაა; იგი როგორც ჩანს, თავის საგნად, მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარებას ისახავს, მაგრამ, ამავე დროს, ახლანდელი ცხოვრების ნედნიერებასაც ქმნის. ქრისტიანული რელიგია - საოცრად სასწაულებრივი

არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი წერტილი და სამყაროს ამოაბრუნებდა. იესო ქრისტემ დაადგინა ასეთი წერტილი და მისი მეშვეობით განაახლა მიწის პირი. ესაა რწმენა, რომლის შესახებაც თავად ამბობდა: ვისაც ექნება მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მთების გადაადგილებას შეძლებს (მთ. 17, 20). არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი

ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი. ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით

ერთი ხუცესი (ალექსანდრიის სიახლოვეს) იმყოფებოდა ურწმუნოთა გარემოცვაში, რომლებიც არა მხოლოდ ბოროტსიტყვაობას დასჯერდნენ, არამედ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როდესაც დაცინვით ეკითხებოდნენ: რა გაგიკეთათ ასეთი არაჩვეულებრივი ქრისტემ? მან უპასუხა: "ის, რომ მე არ აღმაშფოთებს და შეურაცხმყოფს არც ეს და არც ამაზე უმეტესი წყენა, რომელსაც მომაყენებთ". ერთი ხუცესი (ალექსანდრიის სიახლოვეს)

ფილოსოფიაც თავისი თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა: ის სიყვარულის, მოთმინების და სხვა სათნოებათა ღვაწლისათვის არ გვიჩვენებს და არ გვანიჭებს იმ გვირგვინებს, როგორსაც მოიპოვებს რელიგიის ჭეშმარიტი აღმსარებელი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების მწუხარებებშიც იგემებს მომავალ, ნეტარ ცხოვრებას, მას რომ ელის. ფილოსოფიაც თავისი საუკეთესო წარმომადგენლების

უეჭველია, კაცობრიობა ვერასდროს შეძლებდა, ეცხოვრა ისე, რომ არ ჰქონოდა გაგება ღვთის, სულის უკვდავებისა და მომავალი ცხოვრების სამსჯავროს შესახებ: მაგრამ ქრისტიანობის გარეშე ამ ჭეშმარიტებათა შესახებ ცნებები განუსაზღვრელი, არამყარი, არასრული იყო ვნებათა დამანგრეველი ზემოქმედების გამო, ვინაიდან მათგან არაფრით იყო დაცული და ისინი ნელნელა ყველაფერს თავისებურად გარდაქმნიდნენ. ამ ცნებებს იგივე დაემართა, რაც გლავკის ქანდაკებას, რომლის შესახებაც პლუტარქე გვიამბობს, რომ ზღვის ნაპირზე მდგარი, ტალღებმა ისე გამოხრა, რომ გამოსახულება აღარც კი ეტყობოდა და რაღაც უსახურ ქვას დაემსგავსა. უეჭველია, კაცობრიობა ვერასდროს შეძლებდა

ადამიანი, რომელსაც არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ვერასდროს იქნება ისეთი მორჩილი და მამაცი, როგორიც ის, ვისაც ეს რწმენა აქვს. ადამიანი, რომელსაც არ სწამს ღმერთი და

მოითმინე - გვასწავლის ფილოსოფია, ქრისტიანობა კი ამატებს: და იმედი იქონიე მოითმინე - გვასწავლის ფილოსოფია, ქრისტიანობა

რაოდენი სიდიდეა ქრისტიანულ რელიგიაში! აი, მისი არსს უმოკლესი გადმოცემა; დროის დასაბამამდე სიტყვა იყო ღმერთთან; დროის დასაბამს სიტყვამ შექმნა სამყარო; დროთა განმავლობაში სიტყვა განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის, უკანასკნელ ჟამს განკაცებული სიტყვა, ღმერთკაცი, იესო ქრისტე განსჯის ადამიანებს, და დარჩება ისევე, როგორც სამყაროს შექმნამდე იყო - მარადისობა. რაოდენი სიდიდეა ქრისტიანულ რელიგიაში! აი

ქრისტიანულ სწავლებაზე მაღალი და წმიდა არ არის და არ შეიძლება რაიმე იყოს დედამიწაზე. ქრისტიანულ სწავლებაზე მაღალი და წმიდა არ არის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2