სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა და მარხვით, გათბეს შემოქმედისადმი სიყვარულით, ფხიზლად დაიცვას თავი ყოველგვარი მომაკვდინებელი და ბოროტი აზრების ისრებისაგან. განა მაცხოვარმა არ გვიქადაგა თავისი მოციქულების პირით: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით". გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს

ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს. ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის

ძნელია ღვთის სიყვარულის მოხვეჭა, თუ ჩვენს სიყვარულს არ გავიტანთ ჩვენი პატარა ოჯახის საზღვრებს გარეთ, რათა შევიდეთ დიდ ოჯახში - ადამის, ღმერთის ოჯახში. ძნელია ღვთის სიყვარულის მოხვეჭა, თუ ჩვენს

ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნილების - ადამიანისადმი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს

შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც შენი გული მისი ტახტი იქნება; შენს გულს გამუდმებით უნდა იცავდე, როგორც წმინდა სანაწილეს. შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს

შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები. შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა

ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეულებრივი და ნივთიერი. ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს

ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება. ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება. ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა სიყვარული”

ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი. ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია;

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2