"ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სა...
იხილეთ სრულად
"ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, ტქვენც იქ იყოთ... მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. ვინც მე მიხილა, მამა იხილა" - ბრძანებს მაცხოვარი.
როდესაც წუხილს აღმოთქვამს ადამიანი, ეს წუხილი ყველაფერზე მეტი სიმძ...
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით ა...
იხილეთ სრულად
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
ფსალმუნნი თ. 9-12
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია – მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოე...
იხილეთ სრულად
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია – მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია – თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა – უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლდება, მათს კვალად კი მთელი წყ...
არცერთ ადამიანურ გონებას არ ძალუძს ბოროტებისა და მწუხარების მთელი იმ ერთობლიობის ახსნა, ერთი მოკლე სიტყვა – ომი რომ ჰქვია, ამას ვერც ჩემი გონება ახსნის, მაგრამ წმიდა წერილი კაშკაშა მზის მსგავსად ყველაფერს ხსნის და ნათელს ჰფენს. უფ...
იხილეთ სრულად
არცერთ ადამიანურ გონებას არ ძალუძს ბოროტებისა და მწუხარების მთელი იმ ერთობლიობის ახსნა, ერთი მოკლე სიტყვა – ომი რომ ჰქვია, ამას ვერც ჩემი გონება ახსნის, მაგრამ წმიდა წერილი კაშკაშა მზის მსგავსად ყველაფერს ხსნის და ნათელს ჰფენს. უფალი ნათან წინასწარმეტყველის პირით დავით მეფეს ეუბნებოდა: „და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან... და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი“ (II მეფ. 7.14). რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, თუ არა – ომს? და აღსრულდა სიტყვა უფ...
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არსებობა ყოფილა. სიკვდილი არის ღვთისაგან, იმავე სიცოცხლისაგან, ბედნიერი არსებობისათვის დაცილება.
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრა...
იხილეთ სრულად
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრამ, თუ ხორცში ყოფნის დროს აქვს კავშირი უფალთან, ანუ ბედნიერების წყაროსთან, არ კვდება. წმინდა წერილი გავსწავლის, რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. როგორც კი მისი ხორციელი თვალი დაიხუჭება, აღიხილება ...
სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არსებობდა სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე. მართალია, ეს ჩვენი არჩევანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანი არ შექმნილა სიკვდილისათვის. უფალმა იმგვარად შეგვქმნა, რომ გამოსადეგნი ვყოფილიყავით სიცოცხლისათვის და არა სიკვდილისათვის....
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) ი...
იხილეთ სრულად
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) იწყება ქრისტესმიერი, სულისათვის უცხო მხარე. სიკეთე ბოროტი საშუალებებით არ მიიღწევა და მიზანი არ ამართლებს საშუალებას. სიკეთე, გაკეთებული არაკეთილი გზით – არ არის სიკეთე. ეს აღთქმა ჩვენ მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან გვა...