ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი – პირველს. როდესაც სამყარო ...
იხილეთ სრულად
ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი – პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ...
იხილეთ სრულად
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“
ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო–სასიცოცხლო...
ბუნების ყველა მოვლენის სიღრმეში ზებუნებრივი სულიერი ნებისა და ძალის არსებობა იგრძნობა. ღმერთს რომ ბუნებისათვის ნება დაერთო, ეკეთებინა ის, რაც მას სურს და როგორც სურს, ქაოსი და უგუნურება გამეფდებოდა. ყოველგვარი დაბადება ზეციური საი...
იხილეთ სრულად
ბუნების ყველა მოვლენის სიღრმეში ზებუნებრივი სულიერი ნებისა და ძალის არსებობა იგრძნობა. ღმერთს რომ ბუნებისათვის ნება დაერთო, ეკეთებინა ის, რაც მას სურს და როგორც სურს, ქაოსი და უგუნურება გამეფდებოდა. ყოველგვარი დაბადება ზეციური საიდუმლოთია აღსავსე.
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნე...
იხილეთ სრულად
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნების კეთილისმყოფელი მოვლენები გვიხსნის და ასაზრდოვებს სიყვარულს და მადლიერების გრძნობას ღმრთისადმი; მრისხანე მოვლენები შიშსა და კრძალვას აღგვიძრავს მისდამი; მშვიდი მოვლენები – სიმშვიდეს, მღელვარე მოვლენები გულის შემუსვრილ...
ჩვენ ვიცით, რომ ადამი სწორედ იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ღმერთი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მან ღმერთის გარეშე - უღმერთოდ დააპირა ღმერთობა. ყოველ ჩვენგანს უნდა სამოთხეში დაბრუნება - ეს არის სურვილი, გავხდეთ ღვთის მსგავსნი. ღვთის მსგ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვიცით, რომ ადამი სწორედ იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ღმერთი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მან ღმერთის გარეშე - უღმერთოდ დააპირა ღმერთობა. ყოველ ჩვენგანს უნდა სამოთხეში დაბრუნება - ეს არის სურვილი, გავხდეთ ღვთის მსგავსნი. ღვთის მსგავსება არის განღმრთობა, ოღონდ არა ბუნებით, არამედ მადლით. მადლისმიერი ღმერთობის, განღმრთობის ნაცვლად, ადამმა მოინდომა, გამხდარიყო ღმერთი უკანონოდ, მოეპარა ეს სიდიადე და ღირსება; კანონიერი გზით კი არ მიეღო, არამედ ღვთისად...
ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს...
იხილეთ სრულად
ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს. როდესაც შემოქმედმა ადამიანი დაბადა, სულისა და ხორცის ერთობაში ქმნა და ასეთ მდგომარეობაში დაუდგინა ცხოვრება. ამიტომ პირველი ადამიანებიც უფალთან ერთობას ერთგვარად ახორციელებდნენ, ვიდრე პირადი ნების არჩევის შედეგად საკუთა...
აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენება?
ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია. თუ გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არაა ზედმეტი ცოცხალთა ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯვ...
იხილეთ სრულად
აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენება?
ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია. თუ გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არაა ზედმეტი ცოცხალთა ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვისაც საჭიროა და მლოცველისთვისაც, როგორც ამას მეფსალმუნე ბრძანებს: "ლოცვა - ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის" ვინც ცდილობს მოყვას სიკეთე გაუკეთოს, ჯერ საკუთარ თავს არგებს, შემდეგ კი - სხვას. შე...
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არს...
იხილეთ სრულად
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყოველგვარი ბოროტება, შესრულებული თავისუფალი ქმნილებების მიერ პარაზიტულად ცხოვრობს სხეულზე. მისთვის აუცილებელია თავის თავში ნახოს გამართლება, წარსდგეს კეთილის სამოსელში გახვეული და ხანდახ...
აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თ...
იხილეთ სრულად
აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თვითგანდიდება, ანგარება, გრძნობებს აყოლა, რომელნიც თავის მხრივ წარმოშობენ უკვე ვნებებისა და მანკიერ მიდრეკილებათა ურიცხვ სიმრავლეს; როგორც ხეს გამოაქვს მრავალი რტო და ყლორტი, ასევე ჩვენში წარმოიქმნება ბოროტების მთლიანი ხე...
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანმა უმრავლესობის წარმოდგენაში, გარდაცვლილი სულები უკვე განწესებულნი არიან სასუფეველში ან ჯოჯოხეთში, აუცილებელია შემდეგის აღნიშვნა: უფლის მეორედ მოსვლამდე, რომელსაც თან ახლავს საშინელი სა...
იხილეთ სრულად
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანმა უმრავლესობის წარმოდგენაში, გარდაცვლილი სულები უკვე განწესებულნი არიან სასუფეველში ან ჯოჯოხეთში, აუცილებელია შემდეგის აღნიშვნა: უფლის მეორედ მოსვლამდე, რომელსაც თან ახლავს საშინელი სამსჯავრო, ანუ განკითხვის დღე, ჯერ არც ერთი ადამიანისათვის არ დამდგარა არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი, როგორც მისთვის განწესებული საბოლოო მისაგებელი. როდესაც გარდაცვალების წამი დგება, იმ წუთიდან მიცვალებულის ული ისეთ მდგომ...