თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მათში გარკვევა.
საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვ...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მათში გარკვევა.
საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვარ შემთხვევებში მე სწორედ ასე ვიქცეოდი. როდესაც ახალგაზრდობაში სახარებას ვკითხულობდი და რაღაც ადგილი ჩემთვის გაუგებარი იყო, არ ვცდილობდი მის განმარტებას. ვფიქრობდი: „აქ რაღაც ღრმა აზრია დამარხული, მაგრამ მე ის არ მესმის“...
უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელ...
იხილეთ სრულად
უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანა...
ქრისტეს მიერ საყვარელნო! როგორც ღვთის სიტყვა გვასწავლის, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მყისვე იწყება მისი ღვთიური განსჯა. გარნა იტყვის წმ. მოციქული: ვითარცა იგი წინა - უძს კაცთა ერთაზის სიკვდილი, და მისსა შემდგომად სასჯელი (ებრ. 9,2...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მიერ საყვარელნო! როგორც ღვთის სიტყვა გვასწავლის, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მყისვე იწყება მისი ღვთიური განსჯა. გარნა იტყვის წმ. მოციქული: ვითარცა იგი წინა - უძს კაცთა ერთაზის სიკვდილი, და მისსა შემდგომად სასჯელი (ებრ. 9,27). მაგრამ ეს განსჯა საბოლოო არ არის, მხოლოდ დროებით განსაზღვრავს ადამიანის ხვედრს, მისი სიკვდილის შემდეგ, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. საბოლოო განსჯა ყველასთვის მაშინ მოხდება, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა ქვეყანაზე განსასჯელ...
განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს, მოყვასო, არამედ, მხოლოდ კაცთა სარგებლისათვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ...
იხილეთ სრულად
განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს, მოყვასო, არამედ, მხოლოდ კაცთა სარგებლისათვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შეჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.
ხოლო ის, რომ სიყვარულია ბოლო საფეხური, მხოლოდ სიყვარული, ანუ განღმრთობა და ეს არ არის თქმული მაღალსახსენებლი იოან...
თუ ვინმე სახარებას არასწორად განმარტავს, ესე იგი მას სიმდაბლე და ღვთისმოსაობა არ აბადია – რადგან სიმდაბლის გარეშე მის მიერ მოცემული განმარტება გონებიდან, განსჯიდან გამომდინარე იქნება. საღმრთო კურთხევას ასეთ განმარტებებში ვერ ვიპოვ...
იხილეთ სრულად
თუ ვინმე სახარებას არასწორად განმარტავს, ესე იგი მას სიმდაბლე და ღვთისმოსაობა არ აბადია – რადგან სიმდაბლის გარეშე მის მიერ მოცემული განმარტება გონებიდან, განსჯიდან გამომდინარე იქნება. საღმრთო კურთხევას ასეთ განმარტებებში ვერ ვიპოვით.
ნუ იკადრებ სახარებისა და სხვა წმიდა წიგნთა თვითონ განმარტებას – სულიწმიდამ უკვე განმარტა იგი წმიდა მამათა მეშვეობით და მით არის სიტყვა უფლისა სიტყვა მაცხოვნებელი, ხოლო კადნიერ განმმარტებელთათვის ნება სიკვდილისა, მახვილი ორლესული, ...
იხილეთ სრულად
ნუ იკადრებ სახარებისა და სხვა წმიდა წიგნთა თვითონ განმარტებას – სულიწმიდამ უკვე განმარტა იგი წმიდა მამათა მეშვეობით და მით არის სიტყვა უფლისა სიტყვა მაცხოვნებელი, ხოლო კადნიერ განმმარტებელთათვის ნება სიკვდილისა, მახვილი ორლესული, რომლითაც შეიმუსრავენ თავსა თვისსა სამარადისოდ.
ო, ნეტავ წმიდა წერილის წიგნებით ისე ვსარგებლობდეთ, რომ ჩვენი გული გახდეს წიგნი, რომელიც ღვთის სულის მიერ დაიწერა.
თ. 3. 3
კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე პავლე მოციქულისა