დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად...
იხილეთ სრულად
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი,...
იხილეთ სრულად
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულისფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრ...
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება.
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
თუ...
იხილეთ სრულად
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება.
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდვებითაა აღსავსე.
მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა....
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადა...
იხილეთ სრულად
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადამიანებს დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმიდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნის მცნობელობასთან ერთად, იმ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და ...
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფას...
იხილეთ სრულად
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი ადამიანობს შეუერთა მამული და და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის...
ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძე...
იხილეთ სრულად
ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავ-მოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურია და განსაცდელი.
ეკრძალენით ძმანო ჩემნო მტერსა ბოროტსა მას, რომელსა ჰნებავს მარადის წარწყმედა ჩუენი, ნუ სადა მიერჩეთ სულთა მკულელსა მას გუელსა და ვითარ ჰყავთ აღთქმა თქუენი, რამეთუ დღე და ღამე მღვიძარე არს მტერი ჩუენი, ვითარცა იტყვის წმიდა და დიდებ...
იხილეთ სრულად
ეკრძალენით ძმანო ჩემნო მტერსა ბოროტსა მას, რომელსა ჰნებავს მარადის წარწყმედა ჩუენი, ნუ სადა მიერჩეთ სულთა მკულელსა მას გუელსა და ვითარ ჰყავთ აღთქმა თქუენი, რამეთუ დღე და ღამე მღვიძარე არს მტერი ჩუენი, ვითარცა იტყვის წმიდა და დიდებული თავი მოციქულთა - პეტრე ვითარმედ "განიფრთხვენით და მღვიძარე იყუენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალ მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქას"; არამედ წინააღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ იგი...
გეშინოდეს ამ საშინელი დღისა და საათის, რომლის დროსაც ვერ დაგიცავენ, ვერც ძმა და ვერც ნათესავი, ვერც მთავრობა და ვერც ხელმწიფება, ვერც სიმდიდრე და ვერც დიდება. რამედ პირისპირ დარჩება კაცი და მისი საქმენი.