იმედს, რომ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და მოგვცემს, რასაც ვითხოვთ, რწმენა უნდა ედოს საფუძვლად: უნდა გვწამდეს ღვთის სიკეთისა და უშურველობისა, რადგან ღმერთი მოწყალეა, უხვია და კაცთმოყვარე. აქვე გავიხსენოთ უთვალავი მაგალითი მისი სიკეთი...
იხილეთ სრულად
იმედს, რომ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და მოგვცემს, რასაც ვითხოვთ, რწმენა უნდა ედოს საფუძვლად: უნდა გვწამდეს ღვთის სიკეთისა და უშურველობისა, რადგან ღმერთი მოწყალეა, უხვია და კაცთმოყვარე. აქვე გავიხსენოთ უთვალავი მაგალითი მისი სიკეთისა - ჩვენი ცხოვრება იქნება ეს, თუ სხვებისა (წმიდა წერილი, წმიდათა ცხოვრება). ჩვენს ლოცვას წარმატება რომ ჰქონდეს, მვედრებელს ლოცვის დაწყებამდე მტკიცედ, მთელი გულით უნდა სწამდეს, რომ ისმენს უფალი მის ლოცვას. ხშირად გვეძლევ...
ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, "ყოველ კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" - (1 ტიმ.2,4.) ...
იხილეთ სრულად
ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, "ყოველ კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" - (1 ტიმ.2,4.) და ჩვენც, როგორღაც ღვთის შვილებმა, მთელი გულით უნდა ვუსურვოთ სიკეთე და ცხონება ჩვენს მტრებსაც კი, კიდეც უნდა გავისარჯოთ ამისთვის.
მთელი ცხოვრება თვალი გეჭიროს გულზე და მიაყურადე, რომ მიხვდე, რა უდგას წინ მის და ყოვლადსახიერი ღმერთის ერთობას. ეს იგულე მეცნიერებათა მეცნიერებად და ღვთით, ადვილად შეამჩნევ, რა გაშორებს და რა გაერთიანებს მასთან, და ამასაც კი გული ...
იხილეთ სრულად
მთელი ცხოვრება თვალი გეჭიროს გულზე და მიაყურადე, რომ მიხვდე, რა უდგას წინ მის და ყოვლადსახიერი ღმერთის ერთობას. ეს იგულე მეცნიერებათა მეცნიერებად და ღვთით, ადვილად შეამჩნევ, რა გაშორებს და რა გაერთიანებს მასთან, და ამასაც კი გული გეტყვის, რომელიც ხან ღმერთს მიეკვრება და ხანაც მოსწყდება. ეშმაკია ჩამდგარი ჩვენს გულსა და გამჩენს შორის, ისაა, გვაშორებს ღმერთს, გულისთქმებით, სხვადასხვა ვნებების და ხანაც ჩვენი სიამაყის გამო.
რატომაა გასაკვირი, რომ უფალი, სიტყვა-ღმერთი, შემოქმედი უხილავი და ხილული სოფლისა, ღვინოსა და პურს თავის პატიოსან სისხლად და ხორცად გადააქცევს? ამ პურსა და ღვინოში მაცხოვარი თავიდან როდი ხორციელდება (იგი განხორციელდა უკვე ერთხელ და...
იხილეთ სრულად
რატომაა გასაკვირი, რომ უფალი, სიტყვა-ღმერთი, შემოქმედი უხილავი და ხილული სოფლისა, ღვინოსა და პურს თავის პატიოსან სისხლად და ხორცად გადააქცევს? ამ პურსა და ღვინოში მაცხოვარი თავიდან როდი ხორციელდება (იგი განხორციელდა უკვე ერთხელ და ეს სრულიად საკმარისია საუკუნეების უსასრულო სიმრავლისათვისაც კი), არამედ ხორციელდება იგივე სხეულით, როგორაც უწინ უკვე განხორციელდა - ზუსტად ისევე, როგორც ხუთი პური გაამრავლა და დააპურა ათასნი. ბუნებაში უამრავია ისეთი საი...
სწორედ ისე, როგორც სულს დააქვს მთელი გვამი, ასევე მთელი მსოფლიოს, ყველა ქვეყნების ერთად მზიდველი - ღმერთია და ისინი მაინც ვერ მოიცავენ მას. სული აღავსებს მთელ სხეულს - "რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი" (სიბრძნე 1,7.) ოღონდ ...
იხილეთ სრულად
სწორედ ისე, როგორც სულს დააქვს მთელი გვამი, ასევე მთელი მსოფლიოს, ყველა ქვეყნების ერთად მზიდველი - ღმერთია და ისინი მაინც ვერ მოიცავენ მას. სული აღავსებს მთელ სხეულს - "რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი" (სიბრძნე 1,7.) ოღონდ ჩვენი სული სხეულში, შიგნითაა დაბეჭდილი, შემოსაზღვრული, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მთლად ასეც არაა, რადგან სულს მაინც შეუძლია ყველგან ქროლვა. ღვთის სული არაა არსად ჩარაზული ანუ შემოფარგლული მსოფლიოთი, როგორაც კაცის სული.
ქრისტე რწმენას მოჰყავს გულში და იქ ავანებს მშვიდობითა და სიხარულით. ამაოდ როდი ამბობენ ღმერთზე: წმინდაა იგი და წმინდათა შორის განისვენებს
link
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე...
იხილეთ სრულად
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე, თორემ ამით ადამიანს, ღვთის ხატებას შეურაცხყოფ, უპატიო საქციელად დაურჩება მეფეს, თუკი ქედს უხრი მის მონას და თავად მას, ღმერთს, იოტისოდენ პატივსაც არ მიაგებ. ასევე, წიგნის თვალისმომჭრელ გამოცემას ნუკი ჩივი, რა წერია შიგ...
link
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, ...
იხილეთ სრულად
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, თვალებზე მჭიდროს, მტკივნეულად აქვს გადაჭერილი სახვევი და ვეღარ გაურჩევია მშვენიერი და სულიერი საგნების ნამდვილი სახე და ნირი. არ გამოგეპაროთ, ჩაეჭიდეთ დილის საათებს, რომელიც ამ წარმავალი ცხოვრებისეული ძილის მერე თითქოსდა...
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენითა და სიყვარულით ლოცულობს?
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი, იგი მუდმივად, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებითაა დაუნჯებული ღმერთში, მის ეკლესიაში, ზეციურსა და მიწიერში, დროებით სოფელში. ყველგან ერთი "სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი" (რომ.1,20). არ იფიქრო, ჭეშმარიტ...