თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა, იმიტომ, რომ შენ შეურაცხყავი ღმერთი, მაგინებელს კი ღმერთი არ აძლევს თავის ნიჭებს - "და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოთ თქუენ" (მათ. 21,22.) - ესეიგი, თუ ეჭვითა და ურწმუნოებით ითხოვ, ვერ მიიღე...
ყველა სიკეთე სულისა, ანუ ყველაფერი, რისგანაც ჭეშმარიტი სიცოცხლე შედგება, გულის მშვიდობასა და სიხარულს ვამბობ, ღვთისაგანაა! - გამოცდილებიდან გეუბნები. შენ ხარ საუნჯე სიკეთეთა, სულო წმინდავ, - ამას გული მკარნახობს.
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძალით მოეჭიდე ქრისტეს, შეიძინე და არ დაკარგო კურთხეული კადნიერება მის წინაშე.
მაცხოვრის ხატი აიღეთ. აკი ხედავთ, როგორ გიმზერთ მაცხოვარი თავისი უნათლესი თვალებით, ეს მზერა გახლავთ სწორედ ხატი ანუ სახე და მოწმობა იმისა, რომ იგი ნამდვილად გხედავთ თავისი მზესავით ნათელი თვალებით, ხედავს თითოეულ თქვენს აზრს, ესმ...
იხილეთ სრულად
მაცხოვრის ხატი აიღეთ. აკი ხედავთ, როგორ გიმზერთ მაცხოვარი თავისი უნათლესი თვალებით, ეს მზერა გახლავთ სწორედ ხატი ანუ სახე და მოწმობა იმისა, რომ იგი ნამდვილად გხედავთ თავისი მზესავით ნათელი თვალებით, ხედავს თითოეულ თქვენს აზრს, ესმის ყველა თქვენი გულითადი თხოვნა და სულთქმა. ხატი რაკიღა უბრალოდ მხოლოდ სახეა, ამიტომ მარტო ნაკვთებითა და ნიშნებით მიგვითითებს იმაზე, რაც აუწერელია და რისი მიწვდომაც მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი გწამდეს, რომ მაცხოვარი მუდ...
link
კეთილისმზრახველი ადამიანების თხზულებებში პატივი ეცი იესო ქრისტეს ნათელს, რომელიც "განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე.1,9). და გულმოდგინედ იკითხე, მადლობდე ნათლისმომცემელ ქრისტეს, რომელიც ერთგულს უშურველად ჰფენს თა...
იხილეთ სრულად
კეთილისმზრახველი ადამიანების თხზულებებში პატივი ეცი იესო ქრისტეს ნათელს, რომელიც "განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე.1,9). და გულმოდგინედ იკითხე, მადლობდე ნათლისმომცემელ ქრისტეს, რომელიც ერთგულს უშურველად ჰფენს თავის მადლს.
სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია გულის თვალი მივაპყრო უფალს გასაჭირის ჟამს და კაცთმოყვარე იმავ წამს პასუხობს ჩემს ლოცვას და რწმენას, ეხსნება გულს მწუხარება. გამჩენი მუდმივას ახლოსაა. იქნებ ვერ ხედავდე, მაგრამ მას ცოცხლად გრძნობს შენ...
იხილეთ სრულად
სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია გულის თვალი მივაპყრო უფალს გასაჭირის ჟამს და კაცთმოყვარე იმავ წამს პასუხობს ჩემს ლოცვას და რწმენას, ეხსნება გულს მწუხარება. გამჩენი მუდმივას ახლოსაა. იქნებ ვერ ხედავდე, მაგრამ მას ცოცხლად გრძნობს შენი გული. მწუხარება სიკვდილია გულისა, განდგომაა ღვთისგან. ცოცხალი სარწმუნოებით სავსე გულის მშვიდობა და სიხალისე დღესავით ნათელს ხდის და ადასტურებს, რომ უფალი მუდმივად ჩემთანაა, ჩემში ცხოვრობს. რომელი მეოხი და ანგელოზი მიხს...
link
ჩვენი ყოველდღიური საქციელი ადამიანებთან ურთიერთობაში ერთგვარად ჩვენი ლოცვის ხარისხსაც განსაზღვრავს. აბა როგორები ვართ ადამიანებთან ურთიერთობისას? ხანდახან ცივად, უგულოდ (მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მოვალედ ვთვლით, ან უბრალოდ ჩვეულებას...
იხილეთ სრულად
ჩვენი ყოველდღიური საქციელი ადამიანებთან ურთიერთობაში ერთგვარად ჩვენი ლოცვის ხარისხსაც განსაზღვრავს. აბა როგორები ვართ ადამიანებთან ურთიერთობისას? ხანდახან ცივად, უგულოდ (მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მოვალედ ვთვლით, ან უბრალოდ ჩვეულებას ვიცავთ) ველაპარაკებით, ვაქებთ, მადლობას ვუხდით, ვუკეთებთ რამეს. ხან კი იგივენაირ საქციელს, სიყვარულს ვაყოლებთ თან, - ხან გულწრფელები ვართ, ხან თვალთმაქცები. ზუსტად ასე არაერთგვაროვნად ვექცევით ღმერთსაც და ეს სწორი როდია...
რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი სულის არსებობასთან, რადგანაც ერთიცა და მეორეც სულიერი სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.
ღვთისმოსავისათვის გამჩენის არსებობა ისეთივე ნათელია, როგორც საკუთარი ...
იხილეთ სრულად
რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი სულის არსებობასთან, რადგანაც ერთიცა და მეორეც სულიერი სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.
ღვთისმოსავისათვის გამჩენის არსებობა ისეთივე ნათელია, როგორც საკუთარი ყოფიერება. ნებისმიერი აზრი, კეთილი თუ მრუდე, სურვილი იქნება ეს თუ განზრახვა, სიტყვა თუ საქმე, შესაბამის - სიმშვიდეს ან ღელვას, სიხარულს ან წუხულს იწვევს გულში და ეს კი გახლავთ შედეგი ღვთის (ყველა სულისა და ქმნილების ბატონის) ზ...
ეშმაკი ლოცვას ქვიშასავით უპირებს გაბნებას, სიტყვები სინესტეგამოცლილ ნაწილაკებად უნდა აქციოს, რომლებიც სიმშრალის გამო თავს ვერ იყრიან ერთად, ანუ ცდილობს, სიტყვებს გულის სითბო დაუკარგოს. ლოცვა ხან ქვიშაზე აგებული საყდარია, ხანაც საყ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ლოცვას ქვიშასავით უპირებს გაბნებას, სიტყვები სინესტეგამოცლილ ნაწილაკებად უნდა აქციოს, რომლებიც სიმშრალის გამო თავს ვერ იყრიან ერთად, ანუ ცდილობს, სიტყვებს გულის სითბო დაუკარგოს. ლოცვა ხან ქვიშაზე აგებული საყდარია, ხანაც საყდარი კლდეზე აგებული. ქვიშაზე ის დგას, ვინც ურწმუნოდ, ცივად და გაფანტულად ლოცულობს. კლდეზე მდგარს კი მთელი ლოცვის განმავლობაში თვალები აქვს აპყრობილი ღვთისკენ და მას, როგორც რომ მის წინაშე პირისპირ მდგარ ცოცხალ მოსაუბრეს,...
სიტყვა მადლმოსილი წმიდა მამების ნაწერები, ლოცვები და განსაკუთრებით კი თავად იპისტასური სიტყვა მეუფისა - ჭეშმარიტი, სიცოცხლის მომნიჭებელი წყარო გახლავთ. წყალო მოედინება, სიტყვაც ასევეა, წყალივით მოდის. წყალი ახალისებს და აცოცხლებს ...
იხილეთ სრულად
სიტყვა მადლმოსილი წმიდა მამების ნაწერები, ლოცვები და განსაკუთრებით კი თავად იპისტასური სიტყვა მეუფისა - ჭეშმარიტი, სიცოცხლის მომნიჭებელი წყარო გახლავთ. წყალო მოედინება, სიტყვაც ასევეა, წყალივით მოდის. წყალი ახალისებს და აცოცხლებს სხეულს, მადლმოსილი სიტყვა კი სულს აცოცხლებს მშვიდობა და სიხარული მოაქვს, ან სინანულითსავსე ლმობიერებას და შემუსვრილებას გრძნობს კაცი ჩადენილი ცოდვების გამო.