განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, „ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა“.
ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც.
გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე - შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „
იხილეთ სრულად
გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე - შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „და დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა მანგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმე ბრძოლასა“ (ეს. 2, 4).
ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია, ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი.
ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და ა...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება (ეს. 43, 2).