კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში, რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც...
იხილეთ სრულად
კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში, რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც მედლებისა და ჯილდოების დამსახურება, გამოფენების დათვალიერება, ბიბლიოთეკებსა და კაფეებში სიარული.
მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მითუმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს "კულტურას" უწოდებენ და თავს გვახ...
იხილეთ სრულად
მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მითუმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს "კულტურას" უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში არის ყალბი კულტურა
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიმართოს
როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ცად აღსვლა ჩქარ მატარებელს მიაგავს. მყეფარე ქოფაკები მისდევენ ვაგონს, ყეფით იღრჩობიან, ცდილობენ წინ გადაუსწრონ, მატარებელი კი მიჰქრის და მყეფარებს არაფრად აგდებს. ...
იხილეთ სრულად
როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ცად აღსვლა ჩქარ მატარებელს მიაგავს. მყეფარე ქოფაკები მისდევენ ვაგონს, ყეფით იღრჩობიან, ცდილობენ წინ გადაუსწრონ, მატარებელი კი მიჰქრის და მყეფარებს არაფრად აგდებს. თუ ისეთი ვინმე კვდება, ვისი სულიერი მდგომარეობაც სასურველია, უკეთესი ყოფილიყო, მისი სული თითქოს ჯახირით მიმავალ მატარებელში იმყოფება, მას სწრაფი სვლა არ შეუძლია, რადგან გაუმართავი ბორბლები აქვს, ძაღლები ღია კარში ხტებიან...
როდესაც ცოდვილნი სასტიკი სიკვდილით კვდებიან, ტანჯული აღსასრულის გამო ცოდვები მიეტევებათ ან მომავალი სატანჯველი შეუმსუბუქდებათ. ხოლო როდესაც მართალს მოეწევა მოულოდნელი, ტანჯული აღსასრული, მას აღმატებული ჯილდო ელის მომავალ ცხოვრებაშ...
იხილეთ სრულად
როდესაც ცოდვილნი სასტიკი სიკვდილით კვდებიან, ტანჯული აღსასრულის გამო ცოდვები მიეტევებათ ან მომავალი სატანჯველი შეუმსუბუქდებათ. ხოლო როდესაც მართალს მოეწევა მოულოდნელი, ტანჯული აღსასრული, მას აღმატებული ჯილდო ელის მომავალ ცხოვრებაში.
როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვასა და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხ...
იხილეთ სრულად
როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვასა და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიწყნარე, როცა ხვდები, რომ სასოწარკვეთილების სიღრმეში იძირები.
რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ის...
იხილეთ სრულად
რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ისე აწესრიგებს რომ თვით სასჯელი გადარჩენას ემსახურება. სიკვდილი შლის ამ ჩვენს ცოცხალ ბუნებას და, ამგვარად, ერთი მხრივ, აჩერებს ბოროტების მოქმედებას, მეორე მხრივ კი, ადამიანს კურნავს სნეულებისაგან, ათავისუფლებს ჯაფისგან, სპ...
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრე...
იხილეთ სრულად
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის ძვირფასი დღეები, საათები და წუთები, როცა ადამიანი დედამიწას ეთხოვება და მარადიოსობაში მიდის. „რაშიც მოგისწრებთ, იმაშივე განგსჯით“, – ამბობს უფალი. „სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდ...
ჩვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი და დამღუპველია. აი, ეს უნდა დავინახოთ