წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ...
იხილეთ სრულად
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამი...
იხილეთ სრულად
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამიანურ საფეხურს. მისი ადამიანური არსი გამუდმებით უნდა მიისწრაფვოდეს სრულქმნისაკენ, რათა შეეფარდოს თავისსავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისს. მიუხედავად ეკლესიის ადამიანური ბუნების ნაკლოვანებისა, ნიკეო-კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრე...
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწ...
იხილეთ სრულად
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყმით ქმნის ერთიან მთელ სხეულს; მსგავსად ამისა, ეკლესიაც არის არა მხოლოდ ადამიანთა კრებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ის ძალა, ხალხს რომ აერთიანებს და ამ ერთობით მათ ღვთის ნაწილად ხდის.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესეულია.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დ...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილ...
იხილეთ სრულად
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტე...
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრი...
იხილეთ სრულად
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა.