რომ გვენახა, სწრაფ დინებას ქაღალდის ნაგლეჯი როგორ აღუდგა წინ, გაოცებას ვერ დამალავდით. მსგავს სანახაობას წარმოვადგენთ ჩვენ, როცა უსულო ნივთები ჩენს ყურადღებას უფალს აშორებს, გონებას ფუჭი საგნებისადმი მიმართავს და ხელს გვიშლის, დავუახლოვდეთ უფალს სიყვარულის ერთობაში.
როგორ არ უნდა გვიყვარდეს უფალი? მისით ვცხოვრობთ, მისით ვსუნთქავთ, მისით ვმოძრაობთ. განა გასაკვირი, საძულველი არ უნდა იყოს ჩვენი გულის მიპყრობა იმ უბრალო აზრებისადმი, რაც ღმერთია გარეშეა, რასაც ჩვენი დაღუპვა ძალუძს.
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
თ. 21-22
თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?