სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან.
სარწმუნოებასთან ერთად თუ სიმტკიცეც არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ. შენს სარწმუნოებას აგინებდნენ, შენ იქ იდგე და ხმას არ იღებდე, ვეჭვობ იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო. ხათრი შეიძლება ბოროტისაგან იყოს, სარწმუნოებაში ხათრი - საერთოდ, არ გამ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებასთან ერთად თუ სიმტკიცეც არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ. შენს სარწმუნოებას აგინებდნენ, შენ იქ იდგე და ხმას არ იღებდე, ვეჭვობ იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო. ხათრი შეიძლება ბოროტისაგან იყოს, სარწმუნოებაში ხათრი - საერთოდ, არ გამიგია!
სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ხედავდეს მართლმადიდებელად და მ...
ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია არის სხეული ქრისტესი, სულიერი ორგანიზმი, რომლის თავიც ქრისტეა: აქვს ერთი სული, ერთი სარწმუნოება და მთლიანი, საერთო, კრებითი, კათოლიკე ცნობიერება, რომელსაც სულიწმიდა მართავს.
ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას – საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებირვი ...
იხილეთ სრულად
ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას – საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებირვი და საოჯახო მოღვაწეობა. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა“ (ლუკ. 21.34). ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება.
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კან...
იხილეთ სრულად
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კანონებისათა კაცი მიაღწევს იმ პირველ დაბადებული უცოდველ მამულისადა, სადაცა ადამ ნეტარეობდა ვიდრე მარხვის დარღვევამდე, ხოლო ოდეს დაარღვია საზღვარი მარხვისა და გარდახდა მცნებული საზღვრის გარედ, მაშინ გაპირუტყვდა და განიდევნა ...
ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯო...
იხილეთ სრულად
ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯოჯოხეთის ძალების დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელი. ეს მარხვა ეფუძნება თვით ქრისტეს მაგალითს, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და შემდეგ პირისპირ შეხვდა სატანას. ამ შეხვედრაში დაემხო ადამიან...
უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შ...
იხილეთ სრულად
უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შეძინოს ნამდვილი ბედნიერება თავის თავს, საზოგადოებას და სამშობლოს.
ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით, ლოცვაი და ვედრებაი გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაი, სტუმართმოყვარებაი, უცხოთა შეწყნარებაი. და დასაბეჭდველად ამის ყოვლისა, რაითა განჰყიდ...
იხილეთ სრულად
ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით, ლოცვაი და ვედრებაი გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაი, სტუმართმოყვარებაი, უცხოთა შეწყნარებაი. და დასაბეჭდველად ამის ყოვლისა, რაითა განჰყიდო მონაგები შენი და მისცე გლახაკთა და სიმართლე შენი ეგოს უკუნისამდე. ამისთვის თვით თავადი უფალი გუასწავებს და იტყვის, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და აღიღე ჯუარი და შემომიდეგ მე და გაქუნდეს საფასე მოუ...
ერთადერთი საშველი ამ დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასუბუქებელად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ ყოველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენ ზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდე...
იხილეთ სრულად
ერთადერთი საშველი ამ დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასუბუქებელად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ ყოველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენ ზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდები. ამ სარწმუნოების ფრთებით ამაღლდების ქვეყნიერი სიყვარული და ერთად ჩვენი საგონ-საფიქრებელ ძვირფას პირებითურთ შეესაკუთრების ღვთის სახიერებას და მიიღებს დიდ ნუგეშინისცემას