სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

392. რას გვასწავლიან წმ. მამები იმათ შესახებ, რომლებიც ამბობენ: "სიკვდილის წინ შევინანებო?"
"სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეთში შეიძლება მოხვდერა.
სიკვდილის წინ შევინანებ – ამბობს ზოგი. ასეთი

387. როგორ განიდევნებიან ბოროტი სულები?
ჩვენი ბოროტი მტრები – ეშმაკები – უმალ განიდევნებიან და გაცამტვერდებიან, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლებსაც დავღვრით.
ჩვენი ბოროტი მტრები – ეშმაკები – უმალ

386. შეიძლება თუ არა ნათლისღების განმეორება?
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება – თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება – თუკი

307. რა უნდა ვითხოვოთ უფლისაგან უპირველესად?
პირველ ყოვლისა, უფალს უნდა შევთხოვოთ აღგვადგინოს, სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმონების მრავალგზის უარმყოფელთ.
პირველ ყოვლისა, უფალს უნდა შევთხოვოთ

219. რა შედეგი მოჰყვება გულწრფელ სინანულს?
ზღვაში ჩაგდებული ქვა ქრება და მას ვეღარავინ ამჩნევს, ჩვენი ცოდვებიც ასე ჩაიძირება უფლის გულმოწყალების სიღრმეში, გაქრება ზეციური სამსჯავროს თვალის წინაშე, თუკი გულწრფელად მოვინანიებთ.
ზღვაში ჩაგდებული ქვა ქრება და მას ვეღარავინ

184. რა გზით მოვიპოვებთ ღვთის წყალობას?
სინანული წყალობის კარია, რომელიც განღებულია მისი მიმდევრებისათვის. ამ კარით შევალთ ღვთის წყალობაში და ამ კარის გარეშე წყალობას ვერ ვიპოვით.
სინანული წყალობის კარია, რომელიც განღებულია

103. რა არის ღვთის შიში და რა სიკეთეს მიიღებს მისი მომპოვნებელი?
შიში ღვთისა არის მამა გულისყურისა, გულისყური კი დედაა შინაგანი სიმშვიდისა. შიში ღვთისა გამოაღვიძებს მიძინებულ სინდისს, თითქოსდა ჩაახედებს სულს აუმღვრეველ გამჭვირვალე წყალში, რათა დაინახოს თავისი ულამაზობა. აი, ასე იბადებიან სინანულის საწყისნი და გამოიზრდებიან ფესვნი სინანულისანი
შიში ღვთისა არის მამა გულისყურისა, გულისყური

58. როდის არის სინანული ურგები?
სინანულის კარი დახშულია ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ. შეუძლებელია სინანული იმათთვის, ვინაც ამა ქვეყნიდან შეუნანებელი წავიდა. იქ აღარ შეიძლება აღსარება და სინანული ღვთის წინაშე
სინანულის კარი დახშულია ამქვეყნიდან გასვლის

57. როგორ შევიძინოთ სინანული?
სინანულის საწყისი ჩაისახება ღვთის შიშით და საკუთარი თავისადმი გულისყურით
სინანულის საწყისი ჩაისახება ღვთის შიშით და

37. თუ მოგვეტევება მრავალგზის მცოდველთ?
ათასგზისაც რომ შესცოდო (ოღონდ არა შეგნებული, წინასწარი განზრახვით), მაგრამ შემდეგ გულწრფელი სინანულით მიეახლო ღმერთს, იცოდე, რომ კვლავ და კვლავ განიწმინდები სიბილწისა და შენს მიერ ჩადენილი უსჯულოებათაგან.
ათასგზისაც რომ შესცოდო (ოღონდ არა შეგნებული

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2