ჩემო შვილებო, გულმოდგინედ იზრუნეთ სულიერ კეთილსურნელებაზე - ლოცვის შესახებ ვამბობ, იესოსთან იმ წმინდა საუბარზე, რომელიც უხვად გვანიჭებს უფლის კურთხევას.
ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სას...
იხილეთ სრულად
ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სასარგებლოდ მოაწყობს.ამიტომ, შვილო, მთელი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ იმ დიდი სათნოების აღსრულებისთვის, რომელსაც მოთმინება ჰქვია.
როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს გვაძლევს. ხშირად ხდება, რომ ასეთი ლოცვის შემდეგ ღვთის ნება საქმით სულ სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ ლოცვაში. ხშირად გვამწუხრებ...
იხილეთ სრულად
როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს გვაძლევს. ხშირად ხდება, რომ ასეთი ლოცვის შემდეგ ღვთის ნება საქმით სულ სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ ლოცვაში. ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სასარგებლო...
თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს. გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები.
დღედაღამ გამუდმებით შენთვის ვევედრები ღმერთს და ღვთისმშობელს – ყველა ქრისტიანის და განსაკუთრებით მონაზონთა მოსიყვარულე დედას, „ქალწულთათვის უძლეველ ზღუდეს“.
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.