მონაზონი მაგალითი უნდა იყოს ერისკაცთათვის და არა საცდური, ისევე, როგორც თვითონ ანგელოზთაგან იღებს მაგალითს. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ სატანამ არ მიიტაცოს
გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ. ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ ...
იხილეთ სრულად
გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ.ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ შემოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან".ხედავ როგორი სიმკაცრე ჰქონდათ წმინდანებს? ამიტომ ყველაფერში დიდი ყურადღება გვმართებს. მხოლოდ ლანძღვასა და შეურაცხყოფას მოაქვს სულიერი სარგებელი ადამიანისათვის, მათგან იშვება სიმდაბლე, ად...
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს...
იხილეთ სრულად
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს მადლით გაიმარჯვებ და გაიხარებ იმდენად, რამდენადაც დამწუხრებული იყავი
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონ...
იხილეთ სრულად
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონება და სულიერი ძალები ისე დაიღვრება თვალებიდან და ჩვევებით, როგორც გზადე უსარგებლოდ მდინარე წყალი. არასდროს არავის მოუპოვებია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არასდროს არავის ღირსებია ზეაღსვლა მანამ, სანამ არ უგუ...
ღვაწლი, ჩემო შვილო, გაჭირვებას მოითხოვს. სიკეთეს ვერ პოვებ აბაზანასა და საამურ ცხოვრებაში. საჭიროა ღვაწლი და დიდი ჯაფა. დღე და ღამე ქრისტეს უნდა უხმობდე. მოთმინება გვმართებს ყველა განსაცდელსა თუ ჭირში. უნდა ჩაახშო რისხვა და გულისთ...
იხილეთ სრულად
ღვაწლი, ჩემო შვილო, გაჭირვებას მოითხოვს. სიკეთეს ვერ პოვებ აბაზანასა და საამურ ცხოვრებაში. საჭიროა ღვაწლი და დიდი ჯაფა. დღე და ღამე ქრისტეს უნდა უხმობდე. მოთმინება გვმართებს ყველა განსაცდელსა თუ ჭირში. უნდა ჩაახშო რისხვა და გულისთქმა
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად, რომელიც, როგორც კი შვილი იტყვის: "ოფ", მაშინვე ამბობს: "ჭამე, თორემ ავად გახდები!"
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება, და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი...
იხილეთ სრულად
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება, და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი ხდება და სული ეცემა. მაგრამ შენ გულმოდგინებას ნუ დაკარგავ, არამედ განუწყვეტლივ წარმოთქვი ლოცვა იძულებით, ძლიერად, დიდი ტკივილით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".და კვლავ, და მრავალგზის იგივე, განუწყვეტლივ. და თითქოს გ...
ადამიანის ცხოვრება, ჩემო შვილო, ტანჯვაა, რადგან განდევნილობაში მიმდინარეობს. ნუ ეძებ სრულ განსვენებას. ჩვენმა ქრისტემ ჯვარი აიღო და ჩვენც ავიღებთ. თუ ყველა ჭირს დავითმენთ, მადლს ვპოვებთ ღმერთის წინაშე. იმიტომ გვტოვებს უფალი გამოსა...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება, ჩემო შვილო, ტანჯვაა, რადგან განდევნილობაში მიმდინარეობს. ნუ ეძებ სრულ განსვენებას. ჩვენმა ქრისტემ ჯვარი აიღო და ჩვენც ავიღებთ. თუ ყველა ჭირს დავითმენთ, მადლს ვპოვებთ ღმერთის წინაშე. იმიტომ გვტოვებს უფალი გამოსაცდელად, რომ გამოსცადოს ჩვენი მოშურნეობა და სიყვარული მის მიმართ. ამიტომ მოთმინება გვმართებს. მოთმინების გარეშე ადამიანი არ ხდება მუშაკი, ვერ განისწავლება სულიერში, ვერ აღწევს სათნოებისა და სრულყოფილების საზომს