ღმერთისათვის არ არსებობს იმაზე კეთილსურნელოვანი მსხვერპლი, ვიდრე სხეულის სიწმინდე, რომელიც სისხლითა და სასტიკი პრძოლით მოიპოვება. ამიტომ აიძულეთ თავი, სულისა და სხეულის განწმენდისას, სრულიად არ მიიღოთ უწმინდური გულისსიტყვები
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შე...
იხილეთ სრულად
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შენს გულისსიტყვაში იფიქრებ, რომ ის ხარ, რაც სინამდვილეში არ ხარ. მეტი კი რაღაა ხიბლისთვის საჭირო და ამიტომ მადლი არ რჩება
link
წმიდა მთა, 21 აგვისტო, 1947 წ. ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გულისტკივილით ვლოცულობ, უამრავი ცრემლით, მუდმივი ლმობიერებით, რომ ჩვენმა უფალმა და ტკბილმა იესომ დაგიფაროს ყველანაირი ბოროტების...
იხილეთ სრულად
წმიდა მთა, 21 აგვისტო, 1947 წ.ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გულისტკივილით ვლოცულობ, უამრავი ცრემლით, მუდმივი ლმობიერებით, რომ ჩვენმა უფალმა და ტკბილმა იესომ დაგიფაროს ყველანაირი ბოროტებისგან; რომ სწრაფად გაექცე და გადაახტე ხოლმე მახეებს, როგორც ირემი, და დათრგუნო, ასპიტი და ვასილისკო, რომ განუწყვეტლივ სიხარულით გიხაროდეს შენი სიძისა და მისი და ჩვენი ტკბილი დედის უკიდეგანო ნათელში.ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიო...
link
წმიდა მთა, 15 სექტემბერი, 1947 წ. ისევ ჩემს საყვარელ შვილ ბრიენას და უველა ქრისტესმიერ დას. იესოს მადლი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მარადის ვლოცულობ, რომ კარგად იყ...
იხილეთ სრულად
წმიდა მთა, 15 სექტემბერი, 1947 წ.ისევ ჩემს საყვარელ შვილ ბრიენას და უველა ქრისტესმიერ დას. იესოს მადლი იყოს თქვენთან და ჩვენთან.ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მარადის ვლოცულობ, რომ კარგად იყოთ. დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც წერ. სხვა წერილი მქონდა უკვე დაწერილი – წინა რომ გამოგიგზავნე, იმის გაგრძელება – მაგრამ არ გამოვაგზავნე, მინდოდა გამეგო პირველი მიიღეთ თუ არა, თუ არა – სიბნელეს უნდა მივცე. მაგრამ, ჩემო შვილო, რადგან შენ...
link
წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ. ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა და მიმდევრობით ყველა ქრისტესმიერო დანო, ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იყოს თქვენთან და ჩვენთან. აი, ისევ, ჩემო საწადელო ბრიენა, შენდამი ორმაგი ...
იხილეთ სრულად
წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ.ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა და მიმდევრობით ყველა ქრისტესმიერო დანო, ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იყოს თქვენთან და ჩვენთან.აი, ისევ, ჩემო საწადელო ბრიენა, შენდამი ორმაგი სიყვარულით ვიწყებ შენს ყურებთან გალობას, რომელთაც სურთ და სწადიათ [ჩემი] მოსმენა. ითხოვდეთო, ამბობს ტკბილი იესო, და მოგეცემათო, ეძებდით და იპოვითო, აკაკუნეთ და გაგიღებენო! პატივს ვცემ თქვენს განწყობას, ვაქებ მოშურნეობას, ვაფასებ სიყვარულს და გბაძავთ...
link
წმიდა მთა, 26 ოქტომბერი, 1947 წ. ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, და ყოველნო ქრისტესმიერ დანო, გისურვებთ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც. ჩემო საყვარელო ბრიენა, უკვე არაერთი დღე გავიდა მას მე...
იხილეთ სრულად
წმიდა მთა, 26 ოქტომბერი, 1947 წ.ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, და ყოველნო ქრისტესმიერ დანო, გისურვებთ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.ჩემო საყვარელო ბრიენა, უკვე არაერთი დღე გავიდა მას მერე, რაც ორი ეპისტოლე გამოგიგზავნე: პირველი პასუხი, მეორე კი, როგორც შეგპირდით, შეკვეთილი [წერილი]. ახლა მხოლოდ იმის პასუხი მივიღე, რომ კოვზები ჩამოგივიდათ და ა.შ.; რომ 50 ათასი გამოვაგზავნე სკვნილისთვის. ახლა ორიოდე სიტყვას პასუხად გწერ, ხოლო როდესა...