სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

84. ისევე როგორც არ ძალუძს ცეცხლს დაახანოს წყალში, ასევე არც უკეთურ აზრს – ღვთისმოყვარე გულში. ამიტომ, ყველა ღვთისმოყვარე ადამიანი ღვაწლისმოყვარეცაა, ხოლო ნებსითი ღვწა ბუნებით არის გემოთმოყვარეობის მტერი. ისევე როგორც არ ძალუძს ცეცხლს დაახანოს

16. ვინც ბრმის მსგავსად განიძარცვა სამოსელი და მიეახლა უფალს, ამგვარი ვინმე მიჰყვება კიდეც მას და უსრულესი დოგმატების მქადაგებელიც ხდება. ვინც ბრმის მსგავსად განიძარცვა სამოსელი და

მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქმს სიყვარულსა მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქმს

154. განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება ჭეშმარიტად ხედავს ღმერთს, _ უშობელს, განუჭვრეტელსა და გამოუთქმელს, ერთადერთს წმინდას გულით განწმენდილთათვის. განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება

110. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი, თუ არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სათნოებით ცხოვრებას ირჩევს, რომელიც იმეცნებს და ადიდებს იმას, ვინც შექმნა ცა ადამიანის ცხონებისა და სიცოცხლისათვის, რადგან ამგვარმა ღვთისმოყვარე ადამიანმა მტკიცედ იცის, რომ ღვთის გარეშე არ არსებობს არაფერი. არის კი ღმერთი ყველგან და ყველაფერში, რადგან შემოუსაზღვრავია იგი. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი

102. ღმერთი კეთილია, ადამიანი - უკეთური. არაფერია ბოროტი ცაში, არაფერია კეთილი მიწაზე (იგულისხმება, რომ რაც მიწისეულია, კერძოდ უსულო ნივთიერებანი, თავისთავად არანაირი სიკეთის შემცველი არაა, თუმცა ადამიანს ძალუძს, რომ კეთილად მოიხმაროს ისინი, რადგან საღვთო ალაგმვის გარეშე, თვითდინებაზე მიშვებული სტიქიონები ყოველივეს ანგრევენ), მოაზროვნე ადამიანი კი უმჯობესს გამოირჩევს და ცნობს ყოველთა ღმერთს, ჰმადლობს და უგალობს მას, და ვიდრე სიკვდილამდე მოძაგებული ჰყავს სხეული, არ ანებებს რა მას დაიკმაყოფილოს უკეთური სურვილები, იცის რა მათი წარმწყმედელობა და ზემოქმედების ძალა. ღმერთი კეთილია, ადამიანი - უკეთური. არაფერია

მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი უტკბესი დედა იმისათვის, რომ მათ შეგვიყვარეს. და განვლევთ რა ამ ცხოვრების ქარიშხლებს, იქ განუყრელნი ვიქნებით მათთან, და მარადის ვუჭვრეტთ ენითუთქმელ დიდებასა და იმ მიუწვდომელ სილამაზეს, რომელიც განმზადებულია მოყვარულთა და სულგრძელთათვის მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ უფალი ჩვენი

თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და შეიურვეთ იესოს მოხმობისას. და იგი გაგეხსნებათ მოტყინარე სიყვარულში, რომელიც ყველა ვნებას წვავს. და დაემსგავსებით ძლიერ შეყვარებულს, რომელსაც საყვარელი სახის გახსენებისას მყისვე გული უთრთის, თვალებიდან კი ცრემლი სდის. ასეთი ღმრთაებრივი წადილისა და სიყვარულის ცეცხლი უნდა გიზგიზებდეს გულში. ისე რომ, როგორც კი გაიგონებს ან იტყვის: "უფალო იესო ქრისტე ჩემო, ტკბილო საყვარელო!" ან "უტკბესო დედავ, ყოვლადწმინდაო ქალწულო!" - უმალ ცრემლი სდის თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და

დასაწყისში როგორც კი შევიცნობთ ღმერთს, როგორც ყოველგვარი სიკეთის შემოქმედს, ჩვენზე მზრუნველსა და ჩვენს მფარველ მამას, მაშინ უნდა ვერწმუნოთ მას მთელი სულითა და გულით. და მხოლოდ მას ვსასოებდეთ. და როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის ქველმოქმედებას, შევიყვარებთ მას. და როდესაც მთელი გულით შევიყვარებთ ღმერთს, როგორც შემოქმედს, მაშინ მოყვასსაც შევიყვარებთ, როგორც საკუთარ თავს, რადგან გვეცოდინება, რომ ჩვენ ძმები ვართ ადამის ბუნებით და ქრისტეს მადლით დასაწყისში როგორც კი შევიცნობთ ღმერთს

როცა ჩვენი უფლის სიყვარული აღაგზნებს ადამიანის სულს, ზომიერება მეტად ვეღარ ხელმწიფებს მასზე, და იგი თავისუფლდება მისი ჭეზღუდვილობისაგან. ამიტომ იგი "გარე განაგდებს შიშს" და თუკი რაიმეს წერს, რაიმეს ამბობს, უზომობისაკენ იხრება. მაგრამ თუკი ამ მადლიან დროს რაიმეს ამბობს კიდეც, ღმრთაებრივი სიყვარულის მოგიზგიზე ნათლის წინაშე ყველაფერი ის, რასაც ამბობს, მცირეა. შემდეგ, როცა გული შემოიკრიბება და ღრუბელი უკან-უკან წავა, მაშინ შუაში გამოდის ზომა და საზომს ეძიებს განსასხვავებლად როცა ჩვენი უფლის სიყვარული აღაგზნებს

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2