განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი გარემო სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.
ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოვებს. მოციქული პ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოვებს. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: "ის, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, მისი სამსჯავრო უკვე შემდგარია". არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება; ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებ...
ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ ...
იხილეთ სრულად
ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცე...
მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "...უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება... მაშინ მიხვდები რა ა...
იხილეთ სრულად
მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "...უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება... მაშინ მიხვდები რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე; თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტის გზიდან" (იგავნი 2,6,9-12).
ადამიანისთვის აუცილებელია, იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგ...
იხილეთ სრულად
ადამიანისთვის აუცილებელია, იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, - ვკითხულობთ წმიდა წერილში, - დაე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა, მაგრამ, დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღ...
სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ "იგი იყო ყველაზე მშვიდი და თ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ "იგი იყო ყველაზე მშვიდი და თვინიერი კაცთა შორის" (რიცხვთა 12,3). ამიტომაც მიეგო მას პატივი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა ერის გამოხსნისა და სინას მთაზე კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნების მიღებისა. ასეთივე სათნო თვისებებით გამოირჩეოდნენ სხვა წმინდა...
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქ იაკობს, რამდენი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: "ასოცდაათ წელს ითვლის ჩე...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქ იაკობს, რამდენი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: "ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი" (დაბ. 47,8). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს